ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
ქართული ფეხბურთი ,როგორც ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე...
giga
15 ივნისი 2023 21:50
3
Kvaram unda daisvenos aucilebelia da gasagebic,magram es xom isedac mosalodneli iko da bolomde ar gamxela ras emsaxureboda bileti ar gaikideboda???ra sisulelea isedac unda gaivsos stadionebi da ras malavdnen bolomde mainc ver gavige???....exla ar daiwkot dges gadawkdao,me misma axlobelma erti tvis win mitxra ar iqnebao da masec moxda....
Givi
15 ივნისი 2023 17:44
1
პირველად ვალაიქებ არაქართულად დაწერილს
დდდ
15 ივნისი 2023 18:38
0
ვერ ვიტყვი რომ გამიხარდა, მაგრამ სწორია. ხვიჩას რისკის ქვეშ დაყენებას, მჭედლიძე-ყენიას შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში და პარალელურად კლუბშიც თამაშობდნენ, ვეღარ გაუძლებს ქართული ფრხბურთი.
თან ხვიჩა კი არის ახალგაზრდა მაგრამ სტატუსით ნამდვილად არ არის უ21.
gionat
15 ივნისი 2023 17:43
8
კაკაო ყოფილა ნამეტანი კარგი, ეგრევე ხსნის დაღლილობას.))) და რისგან დაიღალეთ იქნებ გვითხრათ. ელიავაზე ათრევთ მთელი დღე ცემენტსა და არმატურას თუ ყანაში ჩაგაქციათ თოხის ქნევამ? რაღა იბრა, მოდრიჩი, მალდინი, მესი არ იღლებიან ან არ იღლებოდნენ? ცხონებული მერამ მეგრელაძე შვილთან ერთად თაბაშიბდა....
ფირუზიიი
15 ივნისი 2023 22:35
2
მეც მაგას ვფიქრობდი)))) ამიტომაც არ მჯერა მაკედონიასთან კოვიდის. რუსეთი მუშაობს როგორც ყოველთვის. კიდევ დიდი ხანი არ გვიწერია ფეხბურთში ევროპა-მსოფლიოზე გასვლა. მაგას ვინ ჩივის, ტურნირებზე ჯგუფში მოხვედრაც სანატრელი გაგვიხდა.
Geo-ს
15 ივნისი 2023 22:20
7
ხვიჩია დასვენება ჭირდება !!!
მორჩა და გათავდა, იყბედეთ რამდენიც გინდათ
თენგო
15 ივნისი 2023 22:03
18
ყოველთვის მაინტერესებს იმ ადამიანების პირადი მიღწევები, რომლებიც (მაგალითად) აქ წერენ კომენტარებს იმ ადამიანებზე, რომლებიც თავისი დაუღალავი შრომით აღწევენ არც თუ თავისთავად წარმატებას და ამბობენ რომ უფრო მეტი უნდა გააკეთონ…. იქნებოდა სამართლიანი, თუ ასეთი გულშემატკივრები თავის თავზე დაწერდნენ და გაგვანდობდნენ რამდენად იდგამენ წელებზე ფეხს და სჯობიან ჩვენ წარმატებულ და სახელოვან თანამემამულეებს, რატომ არ ვიცნობთ მათ სახელებით და მიღწევებით, ქვეყნის მასშტაბით და საკუთარ მაგალითით დაამტკიცებდნენ, რომ მეტი შეიძლება.

სარკე?
15 ივნისი 2023 21:21
14
ბექა, ზედაპირულად მსჯელობ...შეიძლება ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. კვარაცხელიამ წინა სეზონი ფაქტიურად დასვენების გარეშე დაიწყო. შემდეგ იტალიის ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა, ნაკრების თამაშები ევროზე და ერთა ლიგაზე.ეხლაც ისე დაიწყოს მომდევნო სეზონი რომ არ დაისვენოს?!... და ნაპოლის არ ეკითხებით?!... ნაპოლის უფლება არ აქვს რომ თავის ფეხბურთელს აუკრძალოს ნაკრებში თამაში, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს და არ ვრცელდება ასაკობრივ ნაკრებებზე. საერთოდაც, ნებისმიერი ქვეყნისათვის ასაკობრივ ნაკრებებს აქვს შემდეგი დატვირთვა- მოამზადოს ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისათვის. და არც ერთი ქვეყანა თავისი ეროვნული ნაკრების ლიდერს არ ათამაშებს ასაკობრივ ნაკრებში.
ქუთაისი
15 ივნისი 2023 19:43
11
გონიერი და საქმიანი ადამიანის გადაწყვეტილებაა, რომელიც ცდილობს იყოს ყოველთვის ეფექტური და არა პოპულარული, და აკეთოს საქმე და არა წყალი ნაყოს.
გიორგი
15 ივნისი 2023 17:49
11
ვერ ითამაშებს კი არა არ ითამაშებს, უთამაშებლობის მიზეზი ნაპოლი და ჯუღელია , კონტრაქტში უწერია მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში თამაში
ბექა
15 ივნისი 2023 17:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული