ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
რამდენიმე კვირის წინ დანიშნა ქორწილი ივნისში და ცხადი იყო რომ არ აპირებდა თამაშს.
11
15 ივნისი 2023 16:35
11
ეგეთ განცხადებას რო აკეთებ თუ გაქ მაგდენის ...... სახელი და გვარით დაწერე მშიშარა
Nika
15 ივნისი 2023 17:55
2
არ უნდათ ეტყობა ახალგაზრდული, რომ ჯგუფიდან გავიდეს
akaki
15 ივნისი 2023 16:24
46
წარმატებები ნაკრებს, მაგრამ რატომღაც ცუდს მიგრძნობს გული. ასეთი მიდგომით არ გამოვრიცხავ რომ სრული ფიასკო განვიცადოთ ორივე თამაშში.
აბო
15 ივნისი 2023 22:46
2
ძალიან დამწყდა გული, ყველაფრის მიუხედავად - დატვირთული სეზონი, თითქმის გადამბულად შეუსვენებლად 2 წელი თამაში, მოკლე პერიოდი ტამაშებს შორის, რომელმაც შეიძლება მომდევნო სეზონიც კი დააყენოს გარკვეულწილად რისკის ქვეშ და ა.შ.... მაგრამ ბევრი რამეა მეორე პინაზე - ნაპოლიში მისი წარმატება იმიტო გვიხარია, რომ ქართველია და საქართველომ უნდა იხეიროს საბოლოოდ, ასეთი ტურნირის მასპინძლობის შანსი რომელიც ემთხვევა ,,ოქროს ტაობას" როდის იქნება კაცმა არ იცის, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი, საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშის შანსი, იმ მაყურებლის, რომელიც ბევრი მიზეზის გამო ვერ ჩადის ნაპოლიში (ყველა ,,სელებრითი" და ,,ფეისი" ხო ვერაა). მარადონა კვირაში 3 თამაშს თამაშობდა, კვირას იუვესთან ტურინში, ოთხშაბათს პერუსთან (ლიმაში) ამხანაგურს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში და შაბათს კალიარისთან ნაპოლიში. ის კაცი ვის საპატივცემულოდაც კვარადონა შეარქვეს... თუ ავწონ-დავწონით ყურადრებით შეიძლება მეორე პინამ დაძალოს...
იმედია სხვებსაც არ გადაედებათ მსგავსი განწყობა და დანარჩენები შეუერთდებიან ახალგაზრდულს. და კიდე იმედია კვიპროსულ-შოტლანდიური ვოიაჟი წარმატებული იქნება და არ იქნება საფუძველი უარყოფითი ნიაღვრის წამოსვლის.
საქართველოს გაუმარჯოს!
Irakli Apkhaidze
15 ივნისი 2023 18:30
2
არც ხვიჩა მოელოდა იმ კორონას. უბრეალოდ გამოუწერეს. ასე იყო საჭირო და მარცხმაც არ დააყოვნა. 10 გულშემატკივარიც კი არ შეუშვეს სიმბოლურად სტადიონზე. სამაგიეროდ დავალება შეასრულეს ათიანზე.))
ქორ-პარიკმახერ-ს
16 ივნისი 2023 14:25
3
1000000 %
სიმართლე
16 ივნისი 2023 17:51
0
ეხლა ძალიან ჭირდებოდა ხვიჩა ახალზრდულს მაგრამ უნდა გავუგოთ და მარტივია თვითონ უფრო ხვდება რამდენად შეუძლია ამ ძალიან დამღლელი სეზონის მერე ..
ასევე ხვიჩამ ალბათ იფიქრა ქართველები თუ როგორი მომთხოვნი ვიქნებოდით მის მიმართ და ასე გადაღლილი ფეღბურთელისთვის ასეთი პასუხის მგებლობის აკიდება მითუმეტეს ასეთ ასაკში ნამდვილად არ არის ადვილი და ამასთან ასეთ გადაღლილს რომ არგამოსვლოდა თამაში მერე დავიწყებდით ნაპოლში თავს იკლავდა და ჩვენთან თავს ინახავსო და მსგავს კომენტარებს ამიტომ მე მესმის ხვიჩაში და ვიგებ :)
HK
15 ივნისი 2023 21:46
6
ხო ვიცოდი რო არ ითამაშებდა... გული მიგრძნინდა
თემო
15 ივნისი 2023 18:33
2
ბიჭებო , ჩიხრაძე დაიმახსოვრეთ , ხვიჩასი და ჟორჟისი მადლობლები ვიქნებით, რაც მოხდება მაგის მერე , თუ მიეცა შანსი და მიეცემა უეჭველი , თუ არ იპროფესორა სვანაძემ ზედმეტად
იეა
15 ივნისი 2023 18:20
3
ისე შენგელიასთან რომ ჰქონოდათ გასაუბრება პატრიოტიზმზე კარგი იქნებოდა ხვიჩასაც და გიორგისაც.
ხასანა ძია
24 ივნისი 2023 15:44
0
ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება შემდეგია - ჯერ ერთი ნუ აურევთ ერთმანეთში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს! კაცი ასეთი რთული სეზონის მერე ჩამოვიდა და ნაკრებს ეხმარება, ის რომ ახალგაზრდულში ვერ ითამაშებს გასაგებია, ეხლა ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებულმა 4-5 თამაშმა შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს მის კარიერაზე..და შედეგად მივიღებთ იმას, რომ ვერ დაისვენებს, წინასასეზონო მომზადება ჩაუვარდება და ფერმკრთალ სეზონს ჩაატარებს..და რის გამო? ახალგაზრდულის გამო??
Gambler
16 ივნისი 2023 18:34
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული