ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
უკომენტაროდ.))

პ.ს. ვერ არ ქვია ამას!!!
G.LA
15 ივნისი 2023 22:24
0
მართალია ხვიჩა დასვენება ჭირდება არიან ბიჭები ვისაც დასამტკიცებელი აქვთ რომ შეუძლიათ და მიეჩათ შანსი იგივე კვერნაძე, აზაროვი, წიტაიშვილი, მაგ ფლანგზე შეუძლია დავითაშვილსაც ასე რომ მართებული გადაწყვეტილებაა წარმატებები ხვიჩას და ახალგაზრდულ ნაკრებს
anta
15 ივნისი 2023 17:11
7
10000%
Geo--ს
15 ივნისი 2023 22:37
1
Georgian- პროფესიონალი, ჩემს დილეტანტიზმს შევაგებებ შენ პროფესიონალიზმს. კვარაცხელია ეხლა არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი. მისი ფასი ეხლა 100 მილიონია...ის აღიარეს იტალიის საუკეთესო მოთამაშედ... გუშინ ფრანც ფუტბოლმა შეიყვანა ოქროს ბურთის პრეტენდენტთა საუკეთესო ათეულში...მისი ხელში ჩაგდება უნდა მსოფლიო ფეხბურთის ყველა გრანდს. ეს ყველაფერი საკმარისი არ არის შენთვის იმის გასააზრებლად, რომ ეხლა, ამ ეტაპზე, კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელია?!.. სამი სეზონიო რომ ამბობ, არავინ იცის რა იქნება სამი სეზონის მერე, მაგრამ ეხლა ის არის მსოფლიო დონის. ისტორიაში როგორ ჩაიწერება, ეს მომავლის ამბავია და სულ სხვა საკითხია. პირველი ფანტასტიკური სეზონის მერე ბარსელონაში, მესი იყო მსოფლიო დონის ფეხბურთელი და არავინ დალოდებია სამ სეზონს... შემდეგ უკვე იგი იქცა ყველა დროის მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშედ. არავინ ამბობს, რომ კვარაცხელია მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთი საოკეთესოაო, ამას არც ერთი სეზონი ეყოფა და არც სამი, მაგრამ დღეს ის ნამდვილად არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი.
ქუთაისი
15 ივნისი 2023 22:03
8
Საუბარი იმაზე რომ ერთი სეზონი ითამაშა მსოფლიო დონის ფეხბურთი ეგ მე სადმე უარვყავი? Საუბარი იყო არა მსოფლიო დონის ფეხბურთელობაზე, არამედ მსოფლიო დონის ვარსკვლავობაზე, საუბარია არა World Class player არამედ Word Star, ამ ორში განსხვავებას ვერ ხედავ? Მსოფლიო დონის ფეხბურთი ითამაშა კი, მაგრამ მსოფლიო დონის ვარსკვლავი რომ გახდეს, მინიმუმ სამი სეზონი უნდა დაგლიჯოს, ეხლა გასაგებად დავწერე შენთვის ხო?
Georgian
15 ივნისი 2023 23:14
0
Შენთვის ოსიმენიც მსოფლიო დონის ფეხბურთელია?
Georgian
15 ივნისი 2023 23:08
0
ვინც არ უნდა თქვას დაღლილობაზე მაინც ერთი ტაიმის ჩატარება კვარაცხელიასაც შეეძლო და მიქაუტაძესაც.ძალიან დიდი მინუსია ეს კვარაცხელიასთვის
მერაბი
25 ივნისი 2023 06:36
1
მაგარი თავისტკივილი მოეხსნათ ბელგიას და შოტლანდიას! არც ხვიჩა, არც ჟორჟია! მარტო განაცხადში, რომ ყოფილიყვნენ უკვე მანდრაჟი ექნებოდათ!
მწვრთნელი
15 ივნისი 2023 18:02
6
შოტლანდიას კი არა ახალ ზელანდიას
ჰოლანდიიდან
15 ივნისი 2023 18:56
2
თუ ამის მიზეზი უკვე არსებული ფიზიკური დაღლილობაა კი ბატონო მესმის, მაგრამ თუ თავის მოფრთხილების საკითხია, ეროვნული ნაკრები, თუნდაც ახალგაზრდული არაა საამისო ადგილი. მაშინ როცა ფეხბურთელმა შეიძლება ნაკლები დატვირთვით მიიღოს მონაწილეობა ტურნირზე და მისი გუნდთან ერთად ყოფნა ძაან დიდი მუხტის მიმცემია.
ნიკა
15 ივნისი 2023 17:12
2
ყოჩაღ ხვიჩა,სხვის მაგალითზე რომ მიხვდი და ისწავლე!!
ლევან ყენია
16 ივნისი 2023 00:41
7
ჩიხრაძე არაა საბოლოო განაცხადში
იეას-ს
15 ივნისი 2023 18:41
0
თორნიკე შენგელიასავით ყველა გმირობას ვერ ჩაიდენს ...
პატრიოტი
24 ივნისი 2023 14:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული