ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპირველობაზე მიქაუტაძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.

"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა გუშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში ძალიან რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ", - წერს მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

მკითხველის კომენტარები / 41 /
არ ველოდი ხვიჩასგან.... არ მოიქცა კარგად.... ყველა გადაღლილია.... ნამდვილად ასეა....
Guja
17 ივნისი 2023 22:31
3
ახალგაზრდები თუ არ წამოიზრდნენ, ეროვნულს ვინ შეავსებს ?
აგდებული საუბარი ახალგაზრდულ ნაკრებზე ყოვლად მიუღებელია.
ზაქრო
16 ივნისი 2023 11:36
3
მიქაუტაძუსგან არც გამკვირვებია, არც არასდროს უთამაშია ახალგაზრდულში და არც ბოლომდე ქართველია ჩემი აზრით ნაკრები კლუბივითაა მაგისთვის.აი ხვიჩასგან ნამდვილად არ ველოდებოდი ესეთ საქციელს, ესეთი შანსი რავიცი ალბათ აღარც არასდროს გვექნება
ლაშა
16 ივნისი 2023 10:12
7
საქართველოს ნაკრებს 0 ქულა ექნება ჯგუფში. მაქსიმუმ ბელგიას გაუგორონ ფრე. მაგრამ არა მგონია. 5-7 გოლს გაუშვებს ჯგუფში.დაიმახსოვრეთ.
დავით 67
16 ივნისი 2023 06:03
3
ძალიანაც გავბრაზდი და ძალიანაც მეწყინა და დიახაც სრული უფლება მაქვს ხვიჩა გავლანძღო. საქართველოში ფეხბურთი ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტით, ჩემი ფულით, რომელიც ჩემს ბავშვებს აკლდება და ფეხბურთის განვითარებაში იდება. ხოდა ჩემს მიერ გაზრდილი ფეხბურთელი ჩემი ბავშვების გახარებაზე, რომ იტყვის უარს და აკაპულკოში წავა საკოტრიალოდ, ეს მე მაძლევს უფლებას, რომ ჩემი აზრი მწარედ გამოვთქვა და ეს არავის საქმე არაა.
უვიცი
16 ივნისი 2023 00:07
13
შენ სახელს ამართლებ! რა შენ შვილებს აკლდებათ.. ბიუჯეტი სავალდებულო გადასახადებით ივსება და არა შენი კეთილი ნებით! და კიდევ ბიუჯეტი ვისაც აფინანსებს სწორედ ისინი ითამაშებენ ეხლა! ხვიჩა არც ჩვენ გადასახადებზე და არც ბიუჯეტზე არაა დამოკიდებული!!!!!
უვიცს
16 ივნისი 2023 06:35
6
ხოჭოლავამ რო დაიკიდა ნაკრები პირადი ცხოვრების გამო,მაშინ რატო არ გქონდათ მსგავსი რეაქცია??!!
უვიცის
16 ივნისი 2023 00:48
9
ყველა გამოხმაურება
ეგრე ყველა ფეხბურთელს მძიმე სეძონი ქონდა მაგრამ ყველა თამაშობს ტავის ნაკრებებში ხალხი ველოდებოდით როდის დაიწყებოდა ევროპის ჩემპიონატი რომ სტადიონები გაგვევსო ჩვენების საყურებლად მაგრამ არარ ვაპირებ წასვლას სამი ტამაში რომ ეტამაშათ გადაიწვებოდნენ, ეგერე მამარდაშვილმა შეუცვლელად იტამაშა ესპანეთის ცემპიონატი ეგ არ დაიღალა და სხვები დაიღალდნენ ხოოო
მამუკა
15 ივნისი 2023 22:53
10
ხვიჩას მაქსიმუმ 3 თამაში მოუწევდა და ისიც თუ ძალიან არ გაჭირდებოდა შეგვეძლო სათადარიგოებში ყოფილიყო და რამდენიმე წუთით დახმარებოდა გუნდს. მიქაუტაძე საერთოდ არაფერ შუაშია, ეგ არც იყო 21 წლამდელთა წევრი და საერთოდაც ფრანგია და ქართულ მენტალიტეტს არ იცნობს, ხვიჩას კი ძალიან კარგად მოეხსენება, ათეულ ათასობით ბავშვს რომ დაწყვიტა გული, მოუთმენლად რომ ელოდნენ მის ნახვას, ამაზე მეტ სიხარულს და ბედნიერებას რას მიიღებს იბიცაზე წამოწოლილი ძაან მაინტერესებს.
უვიცი
15 ივნისი 2023 22:37
10
ჰო, იბიცაზე წამოგორების უფლება მხოლოდ გაზულუქებულ ქართველებს, ანუ ხაზინის ქურდებს აქვთ, ხომ? ხვიჩა მანქანა გგონიათ? მანქანაც ცვდება, სხვათაშორის. დაანებეთ ხვიჩას თავი.
გიორგი
16 ივნისი 2023 00:07
13
ბმვ იყიდეს უკვე
ზვიადი
15 ივნისი 2023 21:12
9
Kvaras ro landzgavt xom samarcxvinoa mahram axsnadi(dzalian tu moindomeb)ai miqautadzes axalgazrdukshi arc ki utamashia magaliatad guliashvili rom amoegdo ar gagitydeboda shen???yvelas rom lanzgav???shetamasheba xo. Unda nakrebs
L.J .
15 ივნისი 2023 21:11
10
ხვიჩაც და გიორგიც სწორად იქცევიან. თავის დროზე ასე დავტვირთეთ უნიჭიერესი ყენია და დავღუპეთ. 21-მდეთა ჩემპიონატი ასე თუ ისე ბავშვთა ფეხბურტის ბოლო სტადიაა, ეს ორი კაცი კი (მეტადრე ხვიჩა) დიდი ფეხბურთის მეგავარსკვლავი გახდა ამ ბოლო წელიწადში და არც კი მესმის - რატომ უნდა მოვთხოვოთ ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებს ბავშვებთან თამაში?! ამათ თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს და ის ასპარეზი სჯობს სხვას დაუთმონ!
ქომაგი
15 ივნისი 2023 20:51
19
Uvici gemchneva ar ici yvela nakrebshi tamashobds tan 16 wlidan ;))shemdeg shalkeshi Magatma bolo mougo travmians arbeninebda...
L.J .
16 ივნისი 2023 09:53
2
სად დავტვირთეთ ყენია გამახსენეთ? და საერთოდაც 22 წლის ყენიას უკვე მძიმე ტრამვა ჰქონდა.
უვიცი
15 ივნისი 2023 22:32
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული