ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს "დინამო არენაზე" პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ტურნირისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი,
პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).

გაფართოებული სიის სამი წევრი - გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად მოემზადება და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარონ.

გაფართოებულ სიაში მყოფმა ფეხბურთელებმა - გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ, შემადგენლობაში არყოფნის მიზეზებზე საკუთარი სოციალური მედიის არხებით ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია ("ფეისბუქის" პოსტი): "დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

გიორგი მიქაუტაძე ("ინსტაგრამის" პოსტი): "ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს. მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ."

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს "ბათუმი არენა" უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 52 /
ტახზე წამოგორებული ხალხი ტალახს ესვრის ხვიჩასა და გიორგის, რატომ არ ხართ სუპერმენებიო. თქვე კაი ხალხო, ხვიჩამ 40-ზე მეტჯერ ითამაშა ამ სეზონში *(ნაპოლი+ნაკრები), ანუ საშუალოდ კვირაში ერთი თამაში! კვირაში გაირბინეთ საშუალო ტემპით ასე 10 კილომეტრი მაინც და მერე აკრიტიკეთ ფეხბურთელები რატომ დაიღალენო.
გიორგი
16 ივნისი 2023 00:17
5
ე 90-ბის ფეხბურთელებს რომ აგინებდით საკლუბო კარიერას ( ანუ სადაც ხელფასს უხდიან)აძლევენ უპირატესობას ვიდრე ნაკრებსო ….30 წელი გავიდა შეიცვალა რამეე ..?! ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველას თავისი პრიორიტეტები …მე ვინ მეკითხება რომ ვინმე განვსაჯო !!! მაგრაამ ჩემსას იმას ვიტყვი რომ ნაპოლის …..და მეცი იქნება თუ ჩელსი იმის კიდევ ზემოდან …!!! და ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ ამათი უკვე არც დიდ ნაკრებში მჯერა …თუ არა და აგერ ბატონებო 17 და 20 ივნისი და გამოჩნდება !!!! აქ ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ეს “ დაკიდება” გადამდებიაა ( მაგიტომაც დარბოდა ქეცბაია მარტო ყველა თამაშში) ასე რომ ამათმა არა მარტო ახლა არიეს ორთავე ნაკრები …არამედ ეს გაგრძელდება წლები !!! დავბრუნდით 90-ბში ფული ბაბაია ფულიიიი …..!!!!
მდააა
15 ივნისი 2023 23:12
9
მე არ მირჩევნია ხოჭოლავა კვარას,მისნაირი პატრიოტი არავინ არ არის ნაკრებში!!!ამას ბევრჯერ დაგიმტკიცებთ,კვარა მთელ ნაკრებს ჯობია!!
ჰმ-ს
16 ივნისი 2023 01:44
1
ამათ ხოჭოლავა სჯობია იმან ამხანაგურ და შესარჩევ თამაშებზე თქვა უარი და ამათმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ურჩევნიათ სალერნიტანასთან და ლე ჰავრთან თამაში …მიზეზი თუ რატომ ეს არის საინტერესო ბაბუ ლაურენტისის ფულების გამო ხომ არა ?! მერე ნაპოლის რა ეშველება …?! თუ ეგრე გადაღლილი იყო რას გამოდიოდა ბოლო ტურებში ( არაფერი გაუთბია მაგრამ მაინც ) მითუმეტეს ჩემპიონობის შემდეგ …რაც უნდათ ის უქნიათ მაგრამ როგორც მაგათმა დაიკიდეს ნაკრები და ქართველი გულშემატკივრები ისე მკიდია აწი მეც მაგათი კლუბები და მათი საკლუბო კარიერაც …აწი მაგ ნაპოლიზე არ ვიშალო ნერვები !!! თქვენ აქეთ და ადიდეთ რაც შეიძლება მეტი …პირველი იყო და მაკედონიასთან უცნაური გაქრობა ახლა ევროპის ჩემპიონატზე დაღლილობა …რითი გაასამებს ეგ არის საინტერესო !!! მგონი გასამებას ბევრჯერ მოყვება ეგეთები …..მაგრამ მაინც მადლობა ვუთხრათ რომ საქართველოს ნაკრები აირჩია და არა აზერბაიჯანის მემკვიდრეობით… ჰეეე სად ხართ მისი “ ზემლიაკები” გეტყობათ როგორ გიყვართ თქვენ საქართველო …. თითქოს ყოველ წელიწადს ტარდებოდეს საქართველოში ევროპის ჩემპიონატი ან ნაკრებები გადიოდნენ ეგეთ ტურნირებზე …ამას ქვია ზუსტად “ დაა….ნ საზეიმო ტორტსო “ …..!!!!
ჰმ
16 ივნისი 2023 00:44
5
ყველა გამოხმაურება
პირველად ტარდება მსგავსი დონის ტურნირი ფეხბურთში საქართველოში და ტიპები თურმე დაიღალნენ,ყველა იღლება ვინც შრომობს და თქვენ გიგასდებათ მაინც,ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ მათ საქციელში,ორივე რომ გვყოლოდა შანსი გვექნებოდა ღირსეულად გამოვსულიყავით
ლაშა
15 ივნისი 2023 22:42
9
ლადო ჩიხრაძე რატომ არაა სიაში?
გიორგი
15 ივნისი 2023 21:53
1
გიორგი წიტაიშვილი 3'
საბა ხვადაგიანი 51'
ლაშა
15 ივნისი 2023 21:39
0
ძირითადი

ლუკა კუტალაძე
ივა გელაშვილი
ალექსანდრე კალანდაძე
საბა ხვადაგიანი
საბა საზონოვი
გიორგი მოისწრაფიშვილი
გიორგი წიტაიშვილი
ნიკა გაგნიძე
ნოდარ ლომინაძე
გიორგი გულიაშვილი
გიორგი გაგუა
ლაშა
15 ივნისი 2023 21:33
2
იხ: https://nakrebi.ge/ka/team/u21/game/7946-u21
ლაშა
15 ივნისი 2023 22:16
0
კუტალაძე რა ლოგიკით მეგობარო? საქართველოს ჩემპიონატს უყურებ? კერესელიძე დგას დინამოში
T.t
15 ივნისი 2023 22:08
1
https://www.livescores.bz/?id=1934408&s=a
ლაშა
15 ივნისი 2023 21:31
0
წიტაიშვილმა მე-3 წუთზე გაიტანა, 51-ე წუთზე საბა ხვადაგიანს გაატანინა. კაცი ფორმაშია და კლუბში არ ათამაშებენ!...
სადმე ხედავთ ლოგიკას?!
ლაშა
15 ივნისი 2023 21:28
0
ჩვენი მასპინძლობით ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი არ გაიშვას!!!როგორც შარშან კალათბურთის!!!
*
15 ივნისი 2023 21:08
7
არავინ იცით სტრიმი თამაშის
Me
15 ივნისი 2023 21:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული