30 ათასი ბილეთი გაიყიდა - ხვალ "დინამოზე" ანშლაგი იქნება?

AutoSharing Option
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩზე, საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის, 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.

შეხვედრაზე დასასწრები დარჩენილი ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 23 ივნისის 20:00 საათამდე გაგრძელდება.

მატჩის დღეს, 24 ივნისს, უეფას უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა მესხის სტადიონის სალაროებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. პარალელურად, ბილეთები იყიდება ონლაინ რეჟიმში under21ticekts.ge-ზე.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "24 ივნისს, 20:00 საათზე, ბელგიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მატჩზე დასასწრები 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ბილეთების
რეალიზაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება.

მატჩის დღეს, ბილეთები გაიყიდება under21tickets.ge-ზე და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 18:00 საათამდე. მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ შეიძინონ ბილეთები ონლაინ.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ასეთი ინტერესისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებული სტარტი ბელგიასთან მატჩში გაგრძელდება და რთულ ჯგუფში წარმატების მიღწევას შევძლებთ".

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბევრჯერ მითქვამს ან დამიწერია და ერთხელ კიდევ დავწერ,შამილის ორდენზე ამოტვიფრულია არაბულად "ვინც ბრძოლის წინ შედეგზე ფიქრობს,ის მხდალია"!ფეხბურთის თამაში უნდა განიჭებდეს სიამოვნებას,დაუმარცხებელი არც ერთი გუნდი არაა.თვალებს წინასწარ რატომ ვითხრით? ვნახოთ ამ ბრძოლაში ვინ აჯობებს!წარმატებები!
gia jashi
18:10 24-06-2023
0
უკვე 43 000 ბილეთი გაიყიდა. რეკორდს უკვე საკმაოდ გადავაჭარბეთ. დარწმუნებული ვარ 50 ს გადავცდებით
მურთო
17:53 24-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული