30 ათასი ბილეთი გაიყიდა - ხვალ "დინამოზე" ანშლაგი იქნება?

AutoSharing Option
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩზე, საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის, 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.

შეხვედრაზე დასასწრები დარჩენილი ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 23 ივნისის 20:00 საათამდე გაგრძელდება.

მატჩის დღეს, 24 ივნისს, უეფას უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა მესხის სტადიონის სალაროებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. პარალელურად, ბილეთები იყიდება ონლაინ რეჟიმში under21ticekts.ge-ზე.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "24 ივნისს, 20:00 საათზე, ბელგიასთან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მატჩზე დასასწრები 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია და ბილეთების
რეალიზაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება.

მატჩის დღეს, ბილეთები გაიყიდება under21tickets.ge-ზე და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 18:00 საათამდე. მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ შეიძინონ ბილეთები ონლაინ.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს ასეთი ინტერესისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებული სტარტი ბელგიასთან მატჩში გაგრძელდება და რთულ ჯგუფში წარმატების მიღწევას შევძლებთ".

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
იმედია გელაშვილი-საზონოვი კიდევ უფრო კარგად შეთამაშდებიან და საიმედოდ ჩაატარებენ ყველა მატჩს.რეალურად ესაა ნაკრების მომავალი ცენტრალური დაცვა.პატივისცემა ლოჩოშვილს,მაგრამ არაა ეგ ბიჭი ნაკრების ძირითადის კაცი.მთავარია კარგ გუნდებში გადავიდნენ ივა და საბაც.ნაკრებიც ბოლობოლო შეძლებს 4 მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას და არანაირი 5მცველი ან 3 ცენტრალური მცველი ერთად.გოჩოლეიშვილი-საზონოვი-გელაშვილი-აზაროვი,ესაა მომავლის ნაკრების ძირითადი.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ქარსელაძე,რომელიც პორტუგალიაში თამაშობს,თუ მაგ ბიჭმაც მოუმატა,მაშინ გოჩოლას სერიოზული კონკურენტი ეყოლება ძირითადში ადგილისთვის. Მამარდა-გოჩოლა-საზონოვი-გელაშვილი-აზაროვი-მექვაბიშვილი-გაგნიძე-კიტე-კვარა-მიქაუტაძე-ზურიკო. 4-3-3 გვეღირსება ბოლობოლო,თუ ყველა ზემოთჩამოთვლილი იპოვის კარგ გუნდს და განაგრძობს ზრდას.კაპიტანი კიტეიშვილი უნდა იყოს გუნდის.კაკაბაძე-ლოჩოშვილი-დვალი-ჩაკვეტაძე-ლობჟანიძე-ზივზივაძე სკამზე.ამათ დაემატებათ გაგუა-მოისწრაფიშვილი-ხვადაგიანი-წიტაიშვილი-ალთუნაშვილი და კიდევ ხალხი,ვინც სკამიდან გააძლიერებს თამაშს.რაც შეეხება კაშიას,ხოჭოლავას,კვირკველიას,კვეკვესკირს,ქვილითაიას,ლორიას,ტაბიძეს-მადლობა იმ ამაგისთვის რაც გაქვთ ნაკრების წინაშე და დაასრულეთ სანაკრებო კარიერა,როგორც ეს კანკავამ გააკეთა.
მეზღვაური
00:19 24-06-2023
7
საკმაოდ რთული თამაში იქნება ეხლა წნეხიც მეტია და მთავარია ყველაფერ ამას გაუძლონ დღეს სასწორზე სამ ქულაზე მეტია, ასეთ თამაშებზე ყალიბდება მომავლის გუნდები. წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული