"მიზანთან ახლოს ვართ... რთულ თამაშს ველოდებით" - სვანაძისა და გულიაშვილის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასული ორი ტურის შემდეგ, ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მესამე ტურის მატჩს, ჩვენი ახალგაზრდული ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.

26 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გათვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის "ლოკომოტივის" ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო მანამდე მასპინძელ არენაზე ჟურნალისტების კითხვებს რამაზ სვანაძემ და გიორგი გულიაშვილმა უპასუხეს.

საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) დასწრება მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.

რამაზ სვანაძე: რთულ თამაშს ველოდებით. ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში
თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზეა. ამ ურთულეს ჯგუფში ნებისმიერი თამაში ფინალის ტოლფასია. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ჩვენი გუნდის მიზანი, რაზეც ვამბობდით, რომ ეს თითოეულ თამაშზე სწორი შემართებით გასვლა იყო. რეალურად, ძალიან რთულია ამ ჯგუფში, ასეთი დონის მეტოქეებთან წინასწარ დაგეგმო ქულები. თუმცა დღეს აქ ვართ და ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ამიტომ, ჩვენი სურვილია, ლოგიკურად დავასრულოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენი თამაშით დავიმსახურეთ.

ნიკა გაგნიძე სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და საოპერაციო არ არის, თუმცა დაახლოებით ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოედანზე ვერ დაგვეხმარება, ის ჩვენთან ერთად რჩება. ნიკა ამ ნაკრების გულია, როგორც მოედანზე, მის ფარგლებს გარეთაც. მან ძალიან სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, რადგან არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და დაბრუნდა მშობლიურ კლუბში, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაში ყოფილიყო. ტრავმირებული მინდვრის მოთამაშის ჩანაცვლება, რეგულაციებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ასე რომ, დავრჩებით იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს გვყავს.

გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და ეს არ არის გადაჭარბებული სიტყვები. მოედანზე გასვლისას ნებისმიერი სახის დაღლილობა იხსნება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი არ გავაწბილოთ. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.

გიორგი გულიაშვილი: ახლოს ვართ ჩვენს მიზანთან. მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ემოციით და შემართებით, რაც გასულ შეხვედრებში გვქონდა, დასახულ მიზანს მივაღწევთ. განწყობა ამაღლებულია. ის ემოციები, რაც მივიღეთ გასულ შეხვედრაში, მნიშვნელოვანი იყო. მეც და გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელი მზად ვართ 90 წუთის სათამაშოდ.

გასულ მატჩებში სტადიონზე დაუვიწყარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივარს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ჩვენს გვერდით იდგნენ. დარწმუნებული ვარ, ხვალაც სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში და ვეცდებით, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ.

Nakrebi.ge

altევროპის პლეი-ოფთან და ოლიმპიადასთან ასე ახლოს - რა ისწავლა მწვრთნელმა და რისი გვეშინია ყველაზე მეტად...


alt"დილა" ტრავმირებული ნიკა გაგნიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
აფსუს ხვიჩა შენ რა გითხარი.
ხასანა ძია
27 ივნისი 2023 20:38
0
ჰოლანდიელებს არ ქონიათ პრესკონფერენცია?
კოტე
27 ივნისი 2023 06:33
0
აბა თქვენ იცით. ჰოლანდია ძლიერი გუნდია, თან მოგება არ აქვთ, მაგრამ არ შეუშინდეთ.
დავით 67
27 ივნისი 2023 01:47
0
წარმატებას გისურვებთ
ბეჟან
26 ივნისი 2023 22:36
0
მიხარია ეს ყოველივე, რაც ჩვენს ტანჯულ სამშობლოში ხდება. გენაცვალეთ ბიჭებო თავდადებისთვის! აქ უკვე აღნიშნეს, რომ ფრეზე თამაში მიუღებელია და მთლიანად ვიზიარებ მაგ მოსაზრებას. მხოლოდ ბრძოლა!
მასე გააგრძელეთ, ხვალაც და მუდმივად თქვენთან ერთად ვართ საქართველოს გულშემატკივრები!
საქართველოს მტრებს სიკვდილი!
26 ივნისი 2023 20:18
1
ბიჭებო, ქართველო ვაჟკაცებო იბრძოლეთ და მოიგებთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი წინაპრების გმირული ბრძოლები, როცა 1-3-თან, 1-5-თან, 1-10-თან ებრძოდა, რა იყო მათი შეძახილი, რითაც მასზე ძლიერ მეტოქესაც ძლევდნენ? უბრალოდ „ჰკა მაგასა“, ჰოდა თქვენ იცით ბიჭებო შეუძახეთ ერთმანეთს „ჰკა მაგასა“. გვიყვარხართ და გვეიმედება თქვენი. ძალიან მიკვირს ხოლმე, როცა ერთ-ერთი ჩვენი ფეხბურთელი ე. ი. თქვენი გუნდელი აღმოჩნდება ორი, სამი ფეხბურთელის შორის, დახმარება სჭირდება და ამ დროს თანაგუნდელები, რატოღაც გაშეშდებიან შორიდან უყურებენ, როგორ გამოვა მდგომარეობიდან, მაშინ როცა დასახმარებლად მისვლაა საჭირო, რომ პასი გაუკეთოს ახლოს მისულ თანაგუნდელს. და საერთოდ ბიჭებო იგებს ის გუნდი, რომელიც მეტს მოძრაობს. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი და თქვენ ეს კარგად იცით. გაიმარჯვეთ და გაიხარეთ ჩვენთან ერთად!
გიზოგ
26 ივნისი 2023 19:06
1
ვისურვებდი, რომ უფრო აქტიურები იყოთ თავიდანვე და უფრო მეტი პრესინგით ითამაშოთ. ვიცი არ არის მარტივი, მაგრამ უნდა შეძლოთ
1
26 ივნისი 2023 17:50
0
დაცვიდან თამაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უნდა შევეშვათ ამ მშიშარა ფეხბურთს, ეგრევე შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ!
პ. ს. თითქოს სირბილის კომპონენტში არ მოვიკოჭლებთ. ამის დასტური იყო 0:2-დან თამაშის შემობრუნება და იქნება და საკუთარი ძალების რწმენის დროა?!
ლაშა
26 ივნისი 2023 17:49
0
მიწაზე იდექით და ითამაშეთ ბიჭებო!ითამაშეთ!ისე,როგორც შეგიძლიათ.ესე იგი იმაზე უკეთესად,ვიდრე ამ ორ თამაშში ითამაშეთ!მაშინ ყველაფერი წესრიგში იქნება! კარგ თამაშს და წარმატებას გისურვებთ!
სოსო
26 ივნისი 2023 16:26
1
თქვენ გენაცვალეთ გულში ბიჭებო !!!
წარმატებები !!!
აჩი
26 ივნისი 2023 15:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული