U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
Bელგიას შერჩა ზანგისა ...
Mtavari es aris
27 ივნისი 2023 22:25
5
ჰოლანდიასაც
ლაშა
27 ივნისი 2023 22:27
3
სად არის ის ბელგიის მწვრთნელის ასისტენტი (ოლივე დეშახტი) საქართველოს ბოლო ადგილზე გავუშვებთო რომ იძახდა- შეგრჩა თუ არა ზანგისა? შენი დეგენერატი Dს. რო შ*****
C
27 ივნისი 2023 22:25
5
ყოველთვის დიდი რისკია, თერთმეტი კაცით კარებში რომ დგახარ. მადლობა ღმერთს რომ გაგვიმართლა და არ წავაგეთ
ზურაბ
27 ივნისი 2023 22:23
4
ამაყი ვარ, ჯგუფში სადაც, პორტუგალია ბელგია ნიდერლანდები გვყავდა პირველ ადგილზე გავედით, მადლობა ყველას ასეთი თავდადებისთვის, აწი პირადად მე პრეტენზიები პასსსს, საქართველოს გაუმარჯოს!!!!!!!!!!!
პაპა
27 ივნისი 2023 22:23
0
შედეგი ღირდა ნერვიულობად, მაგრამ საკითხავია სად ზრდით ასეთ ფეხბურთელებს? პასი მაგათ არ იციან და მოწინააღმდეგის მოტყუება. რა უბედურება ამდენი მოგერიება? როგორ ხდება, რომ ყველგან მოწინააღმდეგეა და ყველა ბურთთან პირველები ისინი როგორ იყვნენ? ეს მარტო ამ თამაშზე კი არა სამივე თამაშზე ასე იყო. ეს რა თქმა უნდა სვანაძის ბრალი არაა, მაგრამ ეს ბიჭები ქვეყნის ჩემპიონატში ხომ თამაშობენ?
ჟორა გაბრიჭიძე
27 ივნისი 2023 22:22
34
ბატონო ჟორა,ორი შეკითხვა კიდევ დაიმატეთ!
1)როგორ ხდება,რომ აქამდე დასმული ყველა თქვენი შეკითხვის მიუხედავად,ჩვენი ნაკრები,მაინც ჯგუფის გამარჯვებული გახდა?
2)ჩვენი ბიჭები რომ საქართველოს ჩემპიონატში,ან სხვაგან ჩემპიონატში თამაშობენ,ის ბიჭები,ვისაც ამ ბიჭებმა გადაასწრეს,რომელი ქვეყნის ჩემპიონატებში და როგორ კლუბებში თამაშობენ?
ჯერ ამ შეკითხვებს თუ უპასუხებთ,ვფიქრობ თქვენი შეკითხვები მოგეხსნებათ და სათანადოდ დააფასებთ,დღევანდელ მიღწევას.მანამდე კი,თქვნც,ისევე როგორც ყველა ქართველს,გილოცავთ სიკვდილის ჯგუფიდან,ლიდერის პოზიციით გასვლას.თუ კიდევ ერთი გამარჯვებისთვისაც გვეყო ძალები,დიდი შანსია,რომ ოლიმპიადის საგზურსაც მოვიპოვებთ.ღმერთმა ქნას,შევძლოთ და ასე მოხდეს!
სოსო
28 ივნისი 2023 00:31
0
გილოცავთ გამარჯვებას ქართველებო!ძლიერთ უმართლებსო,მაგრამ მართლა გაგვიმართლა,მებრძოლი ნიჭიერი თაობა წამოვიდა,დავითაშვილი მსოფლიოს დონის ვარსკვლავია,თამაში გააკეთა,მწვრთნელის სტრატეგია თამაშში სუსტი,მაგრად გვაკლდენ ხვიჩა და ჟორჟი.....
ლონდონიდან
27 ივნისი 2023 22:20
5
ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად მადლობა ყველას, ვისაც იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის ამ შედეგის მიღწევაში, მადლობა ბრძოლისა და თავდადებისათვის, თქვენ გაიხარეთ ქართველებო.
შალვა73
27 ივნისი 2023 22:19
1
მალადეც ბიჭებო ყველას გილოცავთ მემგონია რომ დაბრუნდა საქართველოში ფეღბურთი აბა თქვენ იცით მეოთხეთ ფინალიც დაიძლევა ასე მგონია შემდეგ კიდე ვნახოთ რაიქნება მაფლობა ბიჭებს
Zellllll
27 ივნისი 2023 22:18
2
დავითაშვილმა კვარას გადაუჯოკრა
geo
27 ივნისი 2023 22:17
21
კიდევ რა გგონია?
გურჯი-ს
27 ივნისი 2023 23:04
4
მე მგონი კვარაცზელია თავისი თამაშით შეყვარებულს ეპრანჭება
გურჯი
27 ივნისი 2023 23:00
20
მიაკვდნენ ბიჭები რა მართლაც ამას ქვია გმირობა და ქვეყნის და ხალხის სიყვარული ესააა ზუსტადაც თავგანწირვა ბოლომდის ბრძოლა როდესაც ფეხები არ გიჯერებს უკვე !!!! აი ზუსტად ეგეთ მომენტში იყო საჭირო ერთი-ორი მაღალი კლასის ( სახელს და გვარებს არ დავასახელებ მაგრამ მაგრად მკიდია რა რეალი იქნება ბარსა თუ რომელიმე სხვა უცხოური კლუბი …როდესაც ქვეყანას იცოდი რომ სჭირდებოდი და მანდამაინც მაშინ დაიღალეეე ….საინტეროსოა ქორწილში ცეკვას თუ შეძლებს თუ იქაც დაღლილი იქნებაა)…ბიჭებოოოო მადლობააააა მჯერა რომ ოლიმპიადის საგზურს დაითრევთ და თუ იღბალიც ფინალშიც გნახავთ … ღმერთი თქვენსკენ !!!!!!
მდაა
27 ივნისი 2023 22:17
33
გაანებეთ კვარას თავი უყვარს მაგ ბიჭს თავისი სამშობლო და მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილება თან მისი გუნდში ყოფნით გზას გადაუღობავდა იმ ბავშვებს ვინც ყველაფერს დებდა ვარჯიშსზე თუ მოედანზე რომ ამ ჩემპიონატში ეთამაშათ და საერთოდ დარწმუნებული ვარ ეგ მარტო მისი გადაწყვეტილება არ იყო. და საერთოდ მე მადლობელი ვარ კვარას იმისათვის რომ მან დააბრუნა ბავშვები მოედნებზე.
მდაას
28 ივნისი 2023 08:29
0
შენ თუ შეძლებ წარმოიდგინეე რამდენად და რამხელაზე მკიდიხააარ !!!! გინდა კიდევ ვინმე შენიანებს და თუ გინდა შენისთანებს დავატევ !!!!
გიორგიიიი
28 ივნისი 2023 08:12
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული