U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
აი რას ნიშნავს შრომა და კარგი დამრიგებელი. არ გაჩერდეთ, წინ დიდი ფეხბურთი გელოდებათ. გენაცვალეთ გულებში.
გიორგი
27 ივნისი 2023 22:16
1
გილოცავთ !

თუმცა მოგებაც შეგვეძლო .
გოჩოლეიშვილს შორიდან , რომ არ დაერტყა და პასი მიეცა გულიაშვილისთვის , ცარიელ კარში უეჭველი გაიტანდა .
ეს მოგება კი დიდი ალბათობით ოლიმპიადის საგზურის მომტანი იქნებოდა ...
ბესო
27 ივნისი 2023 22:15
3
როცა გულს და სულს დებ გამარჯვებისთვის, ღმერთიც შენსკეა.
მადლობა ბიჭებს!
100%
27 ივნისი 2023 22:15
0
ზუღიკოოოოოოოოოოოოოოოოოო!!! საღოოოოოლ ეს რა იკისრა მარადონობა თუ არა ქინქლაძეობა იკისრა მემგონი
)))
27 ივნისი 2023 22:15
1
ხვალ ჩეხეთი იმედია ფრეს გააგორებს ებრაელებთან და გავა ჩვენზე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
27 ივნისი 2023 22:13
12
გილოცავთ საქართველოოოოოო!!!!!! ამ თამაშში დმარადონას სული დავითაშვილში ჩასახლდა!იმედია სამუდამოდ!
ლუკა
27 ივნისი 2023 22:13
0
არა ეგ ქინქლაძე იყო ჯოისტიკი ეჭირა მემგონი
fifa
27 ივნისი 2023 22:17
2
გმადლობთ ბიჭებო.
თქვენ ჩვენი გულები გაახარეთ.
ზაზა
27 ივნისი 2023 22:11
0
თქვენ გენაცვალეთ
დანიელი
27 ივნისი 2023 22:10
0
გილოცავთ ბიჭებო!!! ვულოცავ სრულიად საქართველოს!!! ჩემი აზრით 1981-ის მერე საუკეთესო შედეგი ქართული ფეღბურთის ისტორიაშო...
ბაჩო
27 ივნისი 2023 22:09
4
ფეღბურთი რა ჯანდაბაა, შვილო, წერა-კითხვა არ გასწავლეს?
Odala
28 ივნისი 2023 00:14
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული