U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
ზუღიკოოოოოოოოოოოოოოოოოო!!! საღოოოოოლ ეს რა იკისრა მარადონობა თუ არა ქინქლაძეობა იკისრა მემგონი
)))
27 ივნისი 2023 22:15
1
ყველაზე მთავარი რაცაა, ყველა ქართველმა უნდა ირწმუნოს რომ ჩვენც შეგვიძლია, მეტიც, ჩვენ"ც" კი არა, ჩვენ!!! საუკუნეებია ცდილობენ მავანნი დაგვარწმუნონ ქართველები, რომ არაფერი შეგვიძლია და ეს კინაღამ დავიჯერეთ, ხოდა ბიჭებო, საერთოდ ქართველებო, ბევრი რამ შეგვიძლია, უნდა ვირწმუნოთ ჩვენი თავის და გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს (თუმცა ბრძოლა მუდმივად საჭიროა, გაუთავებლად)... მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის!!!
Zviads
28 ივნისი 2023 01:17
4
ნეტა რა არ მოეწონათ დისლაიქის დამწერებს? ალბათ შემთხვევით დეჭირათ ხელი.
გიზოგ
28 ივნისი 2023 13:06
0
გილოცააააავთ!
ეს ხომ სასწაულია?
სიკვდილის ჯგუფიაო, პირველ ადგილზე კი ვინარის?
ზოგს არ მოეწონა, პასი არ იციანო, ესაო, ისაო, მაგრამ მე ყველაფერი მომეწონა, ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ სვანაძე. დალაგებული, განსწავლული გუნდი იყო ჩვენს წინაშე, ზუსტად რომ იცოდნენ, როდის რა უნდა ექნათ. გილოცავთ!
დიდება საქართველოს!
ლევანი
27 ივნისი 2023 22:34
1
გმადლობთ ბიჭებო.
თქვენ ჩვენი გულები გაახარეთ.
ზაზა
27 ივნისი 2023 22:11
0
"ჯადოქარმა"ისევ გაიტანა, როგორც კვიპროსთან მატჩში! საცოდავობა იქნება ამ ბიჭებმა ნახევარფინალი, რომ არ ითამაშონ!
მწრთვნელი
27 ივნისი 2023 22:36
0
როცა გულს და სულს დებ გამარჯვებისთვის, ღმერთიც შენსკეა.
მადლობა ბიჭებს!
100%
27 ივნისი 2023 22:15
0
ყოჩაღ ბიჭებს, თავი დადეს და ბოლომდე იბრძოლეს! უნდა ითქვას, რომ ჰოლანდიას კლასი ეტყობოდა აშკარად. მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა თავდადება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
gogi
27 ივნისი 2023 22:30
0
ხვიჩა კვარაცხელია რომ იყოს, ბევრად მეტი შანსები გვექნებოდა მეოთხედფინალში. მომკალით და ვერ ვიგებ - რატომ თქვა უარი თამაშზე. დიდი ფეხბურთელია და დიდ პატიცს ვცემ, მარა ვერ ვხვდები- მაინც თბილისშია ადამიანი. ხან სად დაინახეს და ხან - სად. მაპატიეთ ხვიჩას თაყვანისმცემლებმა, ბოდიშს გიხდით.
ბადრი ჯაფარიძე
27 ივნისი 2023 22:46
17
ამით სხვა ფეხბურთელს მიეცა შანსი. ჰალანდიც ამიტომ არაა.
გიორგი
27 ივნისი 2023 22:54
7
ჰაალანდიც არ მონაწილეობს და ჩარჩა ნორვეგია ჯგუფში. ხვიჩა და ჰალანდი, 2 კაცი რო გეტყვის ჩაინიკი ხარო ყურებიდან ბოლი უნდა გამოუშვა
Tarantino
27 ივნისი 2023 22:58
12
ყველა გამოხმაურება
თქვენ გენაცვალეთ
დანიელი
27 ივნისი 2023 22:10
0
ვულოცავთ ჩენს ბიჭებს, დიდებულ გამარჯვებას! ბიჭებო უნდა იბრძოლოთ ბოლომდე, თუ მოინდომებთ არავისზე ნაკლებები არ ხართ! აბა თქვენ იცით!!!!!!!!!!!!
ვხარობთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
27 ივნისი 2023 23:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული