U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
კვარა ამპარტავანიიი. რატომ არ დაეხმარა ბიჭებს. მადლობა ზურიკო
გურჯი
27 ივნისი 2023 22:56
63
მე ჩემი აზრი გამოვხატე
გურჯი
27 ივნისი 2023 23:16
18
ხვიჩა არი ამპარტავანი ესეიგი, ვაი შენ პატრონს... შე უბედურო უმადურო და უჯიშო ცოდვილო
Xisti
27 ივნისი 2023 23:11
1
ყველა გამოხმაურება
"გოჩოლეიშვილს შორიდან , რომ არ დაერტყა და პასი მიეცა გულიაშვილისთვის , ცარიელ კარში უეჭველი გაიტანდა"- თამაშგარე იქნებოდა, ჩემო ბესო, მეკარე კარში არ იდგა და ერთი მოწინააღმდეგე წინ, თამაშგარეა.
goga
28 ივნისი 2023 01:14
1
აბა რაააა ეეე მასეეე
ანჯლოკო
27 ივნისი 2023 23:17
0
როგორც იქნა გამოიკვეთა ჩვენი დაცვითი ხაზი მომავლისთვის. გადაბერებული ჯგროს ნაცვლად
gia
27 ივნისი 2023 23:10
6
ლომინაძე და ნიკა გაგნიძე დანაკლისია მეოთხედფინალში.სავარაუდოდ ლუკა გაგნიძე დაიწყებს ძირითადში.
მეზღვაური
27 ივნისი 2023 23:33
1
რა მაინტერესებს იცით-ჩვენი მსაჯები ამ ევროს არ ემსახურებიან?თუ ბატონმა ჯენერიმ და მურვან ყრუ-აშვილმა მარტო ჩვენ უნდა გვაწამონ?!)))
გიუშა
28 ივნისი 2023 00:23
3
ეს გოლი ზუკას ნაპოლის მაისურით რომ გაეტანა მერე გენახათ ნეაპოლის გამომზევება)))
გიუშა
27 ივნისი 2023 22:54
11
ისე, ხომ დადგება ნანატრი დრო, როდესაც სრულიად ქართველი რასისტები დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით. მაგალითად ამ კომენტარებში მონაწილე რასისტების და კიდევ ამ კომენტარების გამშვები რედაქციის თამადობით. ამერიკებში არ ვყოფილვარ, მაგრამ მგონი იქ ძვირი დაჯდებოდა ეს ამბავი.
მაგარი შედეგია ბიჭების. ძალიან მიხარია
27 ივნისი 2023 22:50
20
აბა რაააა ეეე მასეეე
ანჯლოკო
27 ივნისი 2023 23:17
1
სავარაუდოდ ჩეხებს შეხვდებიან. ნახევარფინალის კარგი შანსი აქვთ. იბრძოლეთ ბიჭებო და გაგვახარეთ.
დავით 67
28 ივნისი 2023 17:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული