U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
არა რასისზმს და რასისტებს
100%
28 ივნისი 2023 19:05
0
სავარაუდოდ ჩეხებს შეხვდებიან. ნახევარფინალის კარგი შანსი აქვთ. იბრძოლეთ ბიჭებო და გაგვახარეთ.
დავით 67
28 ივნისი 2023 17:54
0
ნეტა ის შავი ძაღლი საიდან შემოვიდა ჰააა!
მწვრთნელი
28 ივნისი 2023 15:31
1
კარგით გეყოფათ, ნუ გააგიჟეთ ეს ისედაც გაგიჟებული ხალხი. თუ ჩემპიონები ვერ გახდებით მერე ხომ იცით როგორ ლანძღვას დაგიწყებენ
!
28 ივნისი 2023 15:26
2
საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც სჭირდება ქართველი მთავარი მწვრთნელი. სხვა ემოცია, სხვა მუხტი, სხვა დარიგებებს აძლევს. უცხოელმა რამდენი წელიც არ უნდა იცხოვროს და იღვაწოს ისე ვერ გაითავისებს ქართულ მენტალიტეტსა და ტრადიციებს როგორც აქ დაბადებულ გაზრდილი.
ჰიუგო
28 ივნისი 2023 14:16
2
ნეტა ჯგუფის მერე ყვითლები არ ეხსნებათ? მთელი გუნდი გაყვითლებულია და ნახევარფინალში თუ გავედით რამდენიმე კაცი დაგვაკლდება.
Givi
28 ივნისი 2023 12:20
0
არა
ხვიჩა
28 ივნისი 2023 12:42
0
როგორც ვიცი,ყვითელი ბარათები იხსნება ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში და მეც მაინტერესებს რა სიტუაციაა ჩვენს ნაკრებში ყვითელი ბარათების ირგვლივ, ვინმეს ხომ არ ემუქრება მეოთხედფინალის გამოტოვება, ვთხოვ საიტის ჟურნალისტებს გაარკვიონ, მადლობა.
Mr.kostaia
28 ივნისი 2023 12:28
1
მეგობრებო, ერთი რამ მაინტერესებს. თეორიულად არის იმის შანსი რომ კვარამ და მიქაუტაძემ ითამაშონ შემდეგი თამაში? თუ განაცხადში აღარ არიან?
ალექსა
28 ივნისი 2023 11:34
3
არ არიან განაცხადში ამას ვიძახი გაგვცენ პასუხი და მოვთხოვოთ რატო.
მოქალაქე
28 ივნისი 2023 12:53
2
გამორიცხულია
ხვიჩა
28 ივნისი 2023 12:44
1
ლომები ხართ! პირველი და უმთავრესი რაც არის ამ ახალ თაომაში ის არის რომ არანარი კომპლექსი არ აწუხებს სხვა ქვეყნის მიმართ, ანუ ტვინში ეს პრობლემა არ აქვთ, რიგორც აქმადე იყო, ეს პრობლემა ქართველ ასაკიან ჟურნქლისტებსაც მაგრა აქვთ, დანარცხებული მეტალიტეტი აქვთ და მაგათ აღარაფრი ეშველებათ მთელი ცხოვრება! აი ეს თაობა სულ სხვა , ჰოლანდიას შეხვდება, საფრანგეთს თუ ფარერებს მოსაგებად გადის ორივესთან და აი ესაა მთავარი!/ რაც შეეხება კვარცხელიას და მიქაუტაძეს მემგონი ყველქზე მეტად მე ვაკრიტიკებდი და მეც მინდოდა მაგათი თამაში ამ ევროზე. მაგრამ ეს მაგათი პირადი გადაწყვეტილება არ იყო, მთელი ამ ხნის განმქვლობაში ყველა ჟურნაკისტი და სპორტული საიტი წინაწარ აგუებდა და ცდილობდა იმ აზრის გატარებას რომ ამ ფეხბურთელებს არ უნდა ეთამაშათ! მიზეზი მარტივია, ამ ორს რომ ეთამაშა ამათ ადგილზე სხვა ნაკრებში ვეღარ მოხვდებოდა, აქ კიდე სხვა მაფია დაინტერესებული, აგენტები რიმლებსაც თავუანთი ფეხბურთელების გაყიდვა უნდათ, და ეს ნაკრებში მოხვედრა აუცილებელია კარგი სივისთვის! პირობითად რომ ვთქვათ მიქაუტაძეს რომ ეთამაშა ავტომატურად გაგუას თამაში აღარ მოუწევდა , სია 23 კაციანია, ვიღაცეები ვეღარ მოხვდებოდნენ აქ, დაელაპარაკეს და დაითანხმეს ეს ორი ფეხბურთელი და ათქმევინეს თავისი პირით, უფროსწორედ განცხადება გააკეთებინეს ფეისბუქით, აი სულ ეს იყო და ეს./ აბა აქამდე ვიდეო რგოლებს დებდენენ და ყველგან იმას იძახდა ერთი სული ქონდათ როდის დაიწყებოდა ევროპოს ჩემპიონატი და რაღა ბოლო დღეს ორივემ ერთდროულად დაანონსა რომ ვეღარ ითამაშებდნენ, ეს რომ აგენტებს ეთქვათ ან ფედერაციას რომ არ ვათამქშებთო ხალხი გადაირეოდა და ფეხბურთელებს ათქმევინეს თავიანთი პირით რო ვითომ არ უნდათ თამაში და დასვენება უნდათ./ გავა დრო და ილაპარაკებენ რა და როგორ მოხდა./ მეორეს მხრივ ძალიქნ კარგი ბიჭები არიან, კიდე ბევრი ვერ მოხვდა ამ გუნდში, მოკლედ ამ ახალგქზრდულიდან ძირითადი ნაკრების ფეხბურთელებს ბევრი ჩაანაცვლებს, დაცვის ხაზი მქგალითად, ამ ახალგაზრდულის დაცვის ხაზი ბევრად უკეთესია ვიდრე ძირითადი გუნდის
Vasili
28 ივნისი 2023 10:42
4
უხერხულია სხვების მაგივრად, საკუთარი აზრის მათ აზრად გასაღება. არ მოვრჩეთ შეთქმულების თეორიების შეთხზვას.
გიზოგ
28 ივნისი 2023 13:01
0
ბატონებო, მე სულ სხვა ტექსტი გამოვგზავნე.
ჟორა გაბრიჭიძე
28 ივნისი 2023 10:17
2
კვარა დაბრუნდი გთხოვ ასეთი შანსი კიდევ როდის იქნება ღმერთმა იცის დარწმუნებული ვარ 15 წუთი მაინც შეძლებ .
გიგა
28 ივნისი 2023 07:30
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული