როგორც იცით, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოსა და ბელგიის შეხვედრაზე 21-წლამდელთა ევროპირველობებზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი დაფიქსირდა - "დინამო არენაზე" თამაშზე 41 887 მაყურებელი იყო. მესამე ტურში ნიდერლანდებთან შეხვედრაში კი რეკორდი გაუმჯობესდა - 43 043.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ჩვენი გუნდი მეოთხედფინალურ მატჩსაც "დინამო არენაზე" გამართავს:
"საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო 2023 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, რომელიც შაბათს, 1-ელ ივლისს, თბილისში, მესხის სტადიონზე იყო დაგეგმილი, თბილისში,
პაიჭაძის სტადიონზე შედგება. შეხვედრა 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.
თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა under21tickets.ge-ზე ოთხშაბათს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება. პირები, რომლებსაც მესხის სტადიონზე დაგეგმილი მეოთხედფინალური მატჩის ბილეთი წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, თამაშამდე ერთი დღით ადრე – 30 ივნისს, იმავე კატეგორიის განახლებულ ბილეთს SMS-ით და TKT.GE-ის პირად ანგარიშზე მიიღებენ".