U21. დასწრების ახალი რეკორდი და მომავალი მატჩიც "დინამო არენაზე"

AutoSharing Option
როგორც იცით, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოსა და ბელგიის შეხვედრაზე 21-წლამდელთა ევროპირველობებზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი დაფიქსირდა - "დინამო არენაზე" თამაშზე 41 887 მაყურებელი იყო. მესამე ტურში ნიდერლანდებთან შეხვედრაში კი რეკორდი გაუმჯობესდა - 43 043.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ჩვენი გუნდი მეოთხედფინალურ მატჩსაც "დინამო არენაზე" გამართავს:

"საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო 2023 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, რომელიც შაბათს, 1-ელ ივლისს, თბილისში, მესხის სტადიონზე იყო დაგეგმილი, თბილისში,
პაიჭაძის სტადიონზე შედგება. შეხვედრა 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა under21tickets.ge-ზე ოთხშაბათს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება. პირები, რომლებსაც მესხის სტადიონზე დაგეგმილი მეოთხედფინალური მატჩის ბილეთი წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, თამაშამდე ერთი დღით ადრე – 30 ივნისს, იმავე კატეგორიის განახლებულ ბილეთს SMS-ით და TKT.GE-ის პირად ანგარიშზე მიიღებენ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ნელგიასთანაც და ჰოლანდიასთანაც,სფფ აცხადებდა,რომ უკვე წინა დღეს,ყველა ბილეთი გაიყიდაო.არადა ფაქტია,რომ ბელჰგიასთან სულ 41-42 000 კაცი დაესწროვო მატჩს,დღესაც 43004 კაცი მივიდა.სად წავიდა დარჩენილი გაყიდული ბილეთები?დასკვნა,ცხადზე უცხადესია:-მავანნი,ბილეთების შავ ბაზარზე გადაყიდვით,ჯიბეების გასქელებას ახერხებენ.გასაგებია,რომ ინტერესი.,ძალიან დიდია,მაგრამ ყველას მოგიწოდებთ,გადამყიდველებისაგან,ბილეთები არავინ შეიძინოთ!ერთხელ იზარალებენ,მეორედ,მესამედ და იქნებ ხელიც აიღონ,ან კიდევ პოლიციამ სტაცოს ხელი(მეტი არა ჩემი მტერი,მაგრამ იმედს ბოლომდე ნუ დავკარგავთ)
სოსო
01:30 28-06-2023
1
ყველა ბილეთი გაიყიდაო და 43 ათასი რატომ გამოვიდა? დანარჩენი 10 ათასი სად გაქრა?
papai
01:45 28-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული