U21. გაირკვა - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.

ისრაელმა ნაკლებად სანახაობრივ შეხვედრაში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდება. მართალია, მჭიდრო კალენდრისას თამაში და ძალების აღდგენა ძნელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დასასვენებლად მეტოქეზე ერთი დღით მეტი აქვს.

ინგლისმა, რომელმაც პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა, გერმანიას 2:0 მოუგო და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ჯგუფში ჩეხეთი და გერმანია ჩარჩნენ. თან, გერმანიამ 1
ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ისრაელი - ჩეხეთი 1:0
გოლი: განდელმანი (82)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ქვეყნის სახელმა არ უნდა მოგვატყუოს! შარშან 19წლამდელთა ევროპაზე ვერცხლი აიღეს,წელს 20წლამდელთა მსოფლიოზე ბრინჯაო და 21წლამდელთა ევროზე 1/4 ფინალში გავიდნენ.ფაქტია,რომ საქმე გვაქვს ამბიციურ და კარგად შეკრულ კოლექტივთან და ისტორიულად სწორედ ნაკლებად სახელოვან მეტოქეებთან გვიჭირს პრინციპულ მატჩებში მოგება.2020ში მაკედონია,2017ში 19წლამდე ევროპაზე ჩეხეთთან და ა.შ.ასე რომ სრული მობილიზაციით უნდა ვითამაშოთ 1ში,თან წნეხი ჩვენზეა,რადგან ლამის 50000 ადამიანის წინაშე უნდა ითამაშონ ჩვენებმა.მთავარია ეს ფსიქოლოგიური მომენტი დავძლიოთ.ხო და პენალტებამდე არ უნდა მივიდეს საქმე თორემ ვიცით ჩვენ მამარდა რომ სუსტია პენალტებში,ისრაელის ნაკრების მეკარე კი პირიქით ძლიერია ამ კომპონენტში.
მეზღვაური
28 ივნისი 2023 23:38
0
ჩეხები ჯობდა შეგხვედროდა.ისრაელის ბიჭები საკმაოდ ტექნიკურები არიან და კომბინაციურ სტილში კარგად თამაშობენ.
თბილისელი
29 ივნისი 2023 10:37
0
გეᲗანხმები მეკარეებზე რაც დაწერე ერᲗს დავამატებ Ჩვენი მესამე მეკარე ყალიᲩავა მაგრაᲗ იგერიებს პენლებს და Თუ პენლებამდე მივიდა ᲨეიᲫლება ერᲗი Შეცვლის Შენახვა და მისი გამოყვანა, ფსიქოლოგიურადაც დავგრუზავᲗ მაგიᲗ Თან არ ექნებაᲗ ნანახი მისი ᲗამაᲨი საიᲗ რა დროს ხტება, საერᲗო ჯამᲨი ამაზე უკეთესი მეტოქე Ძნელი სანატრელია, უნდა დავაფასოᲗ მაგრამ Ჩვენ Ჩვენი მიზანი გვაქვს, იᲦბალიც Ჩვენსკენაა ისრაელი არაა გრანდი Თან ერᲗი დᲦიᲗ ნაკლებს დაისვენებენ მგზავრობაც მოუწევᲗ იქიᲗ გულᲨემატკივრის ფაქტორი და მეტი იᲦბალი და დამᲗხვევა რაᲦა გვინდა!! ბიᲭებო ასეᲗი Შანსი Ძნელია ინატრო ფინალᲨი გასვლის ისრაელი და პორტუგალიის დამარცხება ᲨეგიᲫლიაᲗ რაც უკვე გვაᲩვენეᲗ და წარმატებებს გისურვებᲗ მᲗელი გულიᲗ მᲗელს გუნდს
Gel-100
29 ივნისი 2023 08:43
0
დროზე შეიძინეთ ბილეთები!
თორემ ებრაელები და აქაური გადამყოდველები გვაჯობებენ და ..... ნახევრად ცარიელ სტადიონზე მოგვიწ3ვს თამაში
იასირ არაფატი
28 ივნისი 2023 23:20
6
სადღაა ბილეთები
კოლა
28 ივნისი 2023 23:57
1
ჰორიზონზე ჩანა ევროპის ნახევარ ფინალი საკუთარ თავს უნდა გადაახტეთ და ისრაელს მოუგოთ თუ 10 ნომერს გამოთიშავთ წასულია მაგათი საქ,ე.
dato
28 ივნისი 2023 23:08
2
მექვაბიშვილმა უნდა იკისროს ეგ საქმე.
ტტტ
29 ივნისი 2023 00:18
1
ისრაელიც ჩვენნაირი კერკეტი გუნდია ერთი შეხედვით და რადგან ისრაელია არ უნდა მოვდუნდეთ. ეს ეტაპიც უნდა დავძლიოთ
რაბუ
28 ივნისი 2023 23:02
0
ჩვენი მთავარი კოზირი უნდა გამოვიყენოთ:
უდიდესი ზეწოლა მეტოქეზე მაყურებლების მხრიდან!!!!!!
გუნდი ისრაელის ლიგის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, 50 000 წინაშე არ უთამაშიათ.
ვაგრძნობინოთ ძმებო რა ძალა აქვს ერთობას და 12-ე მოთამაშეს!
დიდგორელი
28 ივნისი 2023 23:02
1
ისრაელში ძალიან მაგარი გულშემატკივრობის კულტურა აქვთ და არც სავსე ტრიბუნები აკლია, შეგიძლია უყურო ligat ha'al ის თამაშებს .
მიხაელ
29 ივნისი 2023 02:40
3
100%
100%
29 ივნისი 2023 00:18
0
ჩვენ ვეთამაშეთ პორტუგალიას, რომელსაც ნიდერლანდებთან და იმავე ბელგიასთან უფრო გაუადვილდა თამაში, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ისრაელი სრულიად სხვაგვარი საფეხბურთო სტილის მიმდევარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სუსტია!
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ და ტოლ-სწორად უნდა ვითამაშოთ მათთან, ვინაიდან მათთან უფრო ადვილად გამოგვივა თამაში, ვიდრე ნიდერლანდებთან ან ბელგიასთან, ამ ერთნაირი სტილის გუნდებთან გვქონდა, მაგრამ ვიმეორებ, ფეხბურთში მოდუნება არ შეიძლება!
ლაშა
28 ივნისი 2023 22:58
0
სერიოზულად უნდა მივუდქეთ არვართ ფავორიტები თანაბარ თამაშს ველოდები ერთი ნაბიჯია დარჩენილი!! ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ ძალიან უხერხული გუნდია ძალიან
beqa
28 ივნისი 2023 22:56
1
მოვიგეფთ თუ ისევ მგლებივით ვითამაშებთ.აბა მგლებო ითამაშეთ ლომებივით.
დათო
28 ივნისი 2023 22:56
0
დადეთ რა ნოემბრის მატჩის ანალიზი ისრაელთან 1-2 რომ წავაგეთ.
რომ სწორი დასკვნები გამოიტანონ ჩვენებმა. სამწუხაროდ სუფთად მოგვიგეს თუმცა ეს ჩვენი შანსია რომ იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ!!!
დიდგორელი
28 ივნისი 2023 22:50
0
ისრაელის 10 ნომერს პერსონალურად უნდა მივიჩნიოთ ვინმე, ფეხი არ უნდა გავანძრევინოთ გუნდი მაგაზეა აწყობილი - იმედია ჩვენები გაითვალისწინებენ!
ბოჩოლიკაშვილი შალვა
28 ივნისი 2023 22:33
1
მასე პორტუგალიასთან 1:4 წავაგეთ...
მოდუნება არ გვმართებს და ბურთის კონტროლი და სწორი გადაცემებია ჩვენი აქილევსის ქუსლი და ეს კომპონენტი გამოსასწორებელია
ლაშა
28 ივნისი 2023 23:14
0
და პენალტებამდე არ მივიყვანოთ საქმე. მაგათმა მეკარემ ბოლო 6 დან 5 აიღო, მათ შორის გულიაშვილის ნოემბერში, 1-2 რომ წავაგეთ გორში.
დიდგორელი
28 ივნისი 2023 22:44
0

სიახლეები პოპულარული