U21. გაირკვა - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.

ისრაელმა ნაკლებად სანახაობრივ შეხვედრაში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდება. მართალია, მჭიდრო კალენდრისას თამაში და ძალების აღდგენა ძნელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დასასვენებლად მეტოქეზე ერთი დღით მეტი აქვს.

ინგლისმა, რომელმაც პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა, გერმანიას 2:0 მოუგო და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ჯგუფში ჩეხეთი და გერმანია ჩარჩნენ. თან, გერმანიამ 1
ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ისრაელი - ჩეხეთი 1:0
გოლი: განდელმანი (82)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ისრაელი ალბათ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, ჯერ ეს ერთი,მეოთხედფინალში სუსტი გუნდი არ არსებობს(შედარებით რა თქმა უნდა),მეორე,20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 3-ე ადგილი, ეს რაღაცის მანიშნებელია, ასე რომ ბიჭებს ბოლომდე ყურადდღებით ყოფნა მოუწევთ და კიდევ ერთი გმირობის ჩადენა.გენაცვალეთ ბიჭებო,წარმატებები
Mr.kostaia
28 ივნისი 2023 22:03
0
ნახევარფინალის შანსი რეალურია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით, მობილიზებითთ და კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ!
წარმატებები ბიჭებო!
წინ საქართველო!
ბათუმელი ექსპერტი
28 ივნისი 2023 22:01
1
ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი ვერ მოხვდებოდა შესარჩევიდან. მითუმეტეს ჯგუფიდან გავიდა 1/4 ფინალში და ამ ჯგუფში წინა გათამაშების ჩემპიონი გერმანიას აჯობა ისრაელმა. ჩვენმა ბიჭებმა გვანახეს რომ ბრძოლა ყველასთან შეუძლიათ და იმედია ამ გამარჯვებასაც მოვიპოვებთ.
G.LA
28 ივნისი 2023 22:25
0
არავითარი მოდუნება, ძალიან სერიოზული მეტოქეა
giorgi 3
28 ივნისი 2023 22:21
0
ჩვენი მთავარი კოზირი უნდა გამოვიყენოთ:
უდიდესი ზეწოლა მეტოქეზე მაყურებლების მხრიდან!!!!!!
გუნდი ისრაელის ლიგის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, 50 000 წინაშე არ უთამაშიათ.
ვაგრძნობინოთ ძმებო რა ძალა აქვს ერთობას და 12-ე მოთამაშეს!
დიდგორელი
28 ივნისი 2023 23:02
1
100%
100%
29 ივნისი 2023 00:18
0
ისრაელში ძალიან მაგარი გულშემატკივრობის კულტურა აქვთ და არც სავსე ტრიბუნები აკლია, შეგიძლია უყურო ligat ha'al ის თამაშებს .
მიხაელ
29 ივნისი 2023 02:40
3
მეოთხედფინალური წყვილებიდან ყველაზე სასურველი ჩვენ შეგვხდა, მაგრამ მეტოქე უნდა დავაფასოთ და სერიოზულად მივუდგეთ საქმეს, თორემ აგერ ბრაზილიას ძვირად დაუჯდა მათი დაუფასებლობა და ისრაელმა აჯობა. Ასე რომ სვანაძის და ბიჭების მჯერა და ოლიმპიადის საგზური ერთ ნაბიჯშია. გენაცვალეთ მიდით ბიჭებო!!!
ლევან88
28 ივნისი 2023 23:53
2
ორი აშკარა ფავორიტია სათრანგეთი და ესპანეთი ასევე პორტუგალია რომელმაც ძალიან მოუმატა და კარგია პირველივეზე პორტუგალიას შევხვდით, ისრაელი ის გუნდია რომელთანაც არ უნდა დავიბნეთ რადგან სამივე გუნდთან დაცვაში ვიდექით ისე მოვიგეთ ეს ჩვენივე ისრაღი ჩვენ საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს მეტოქემ, ასე რომ კარგი თამაში იქნება ერთი ნაბიჯი ოლიმპიადამდე
Soso
28 ივნისი 2023 22:18
1
ეროვნულის თამაშების მერე და მანამდეც იმდენ კომენტარს ვწერ..ნერვები მაწყდება წინასწარ და მერეც.
ახლა მარტო კომენტარებს ვკითხულობ და არც არაფერია დასაწერი,
არ არის "ეს ასე უნდა იყოს",ყველაფერი ისე კეთდება როგორც უნდა იყოს.
შემადგენლობაც,ბიჭების შემართებაც,გულშემატკივარიც...
მოდი კომენტატორებს მაინც გავაკრიტიკებ
-სიმსივეს მიჰყავს თამაშები ემოციურად,
ობოლაძეს მიჰყავდა შეცდომებით,მაგრამ აზარტულად..
სხვებს კიდე რა გჭირთ,
რას მიყვებით სპორტულ საიტებზე წაკითხულ ინფოებს,ჩვენც ვკითხულობთ და ჩვენც ვართ ინფორმირებული.
თქვენი საქმეა სრულად თამაშზე გაამახვილეთ ყურადღება და აზარტულად წაიყვანეთ,მორიდებით რო წამოიყვირებთ სახიფათო მომენტი სად გეშინიათ არ დაგცინონ?
თავიდან ბოლომდე მოედანზე რა ხდება იმაზე ილაპარაკეთ და სპორტალის და ვორლდ სპორტის სტატიებს ნუ გვიყვებით,ჩვენც ვკითხულობთ.
ახლა კიდე არა უშავს,განსაკუთრებით ეროვნული ჩემპიონატის დროს.
ერთი და იგივე თამაში შეგიძლია ისე წაიყვანო რო კაცს აყურებინო ან შეაძულო ყურება.
სიმსივეს სამგურალი-სამტრედია ისე მიჰყავს მსოფლიოს ფინალი გეგონება და თქვენ რა გჭირთ?
უშუალოდ მოედანზე რა ხდება იმაზე ილაპარაკეთ,ცოტა მაღალ ტემპში და აზარტულად.
ბოდიში,არ მინდოდა არავის წყენინება,მიიღეთ როგორც ჯანსაღი კრიტიკა და გაითვალისწინეთ.
არგენტინის ჩემპიონატი სვარკაა,საზიზღრობაა-ორ პასს ვერ აკეთებენ,საქართველოს ჩემპიონატი ჯობია სანახაობით(უყურეთ თუ არ გჯერავთ) არადა ესპანურენოვანი კომენტატორები ისე ჩქარა და აზარტულად ლაპარაკობენ ენა არ ვიცი და მაინც მაყურებინებენ.
რაღაცეებს კი არ ყვებიან ნიუსებს.
გაითვალისწინეთ უდიდესი თხოვნაა
არ ვიცი კომენტატორები დან ვინმე წაიკითხავს ამ კომენტარს თუ არა,მაგრამ მიაწვდინეთ ხმა,ილაპარაკეთ ამ თემაზე.
ამჯერად საქართველოში არის მარტო ერთი კომენტატორი-ნოდარ სიმსივე,სხვები უბრალოდ კომენტატორის მუშაობენ
Levani
29 ივნისი 2023 03:22
6
ლევან, ყველა სიტყვაში გეთანხმები! იწყება ფეხბუერთი? მერე იწყება, თუ იწყება კომენტატორების დაუსრულებელი ბჟუტური, თითოეული ფეხბურთელის წარსული ბიოგრაფიის მოყოლა, მე როგორც გულშემატკივარს მაინტერესებს, იმ წუთას მინდორზე რა ხდება ვინ გაცლის? მერე თუ კომენტატორობაზე პრეტენზია გაქვს, ცოტა ცოცხლად სხარტად და ემოციურად წაიყვანე რა? ზოგიერთი დაგაძინებს ზოგიერთი, კი შეგაძულებს ყურებას!
ლევანის
29 ივნისი 2023 11:25
0
შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ მე ხმას ვთიშავ - რად მინდა სხვისი კომენტარი
მარგუალი
29 ივნისი 2023 09:04
0
ქვეყნის სახელმა არ უნდა მოგვატყუოს! შარშან 19წლამდელთა ევროპაზე ვერცხლი აიღეს,წელს 20წლამდელთა მსოფლიოზე ბრინჯაო და 21წლამდელთა ევროზე 1/4 ფინალში გავიდნენ.ფაქტია,რომ საქმე გვაქვს ამბიციურ და კარგად შეკრულ კოლექტივთან და ისტორიულად სწორედ ნაკლებად სახელოვან მეტოქეებთან გვიჭირს პრინციპულ მატჩებში მოგება.2020ში მაკედონია,2017ში 19წლამდე ევროპაზე ჩეხეთთან და ა.შ.ასე რომ სრული მობილიზაციით უნდა ვითამაშოთ 1ში,თან წნეხი ჩვენზეა,რადგან ლამის 50000 ადამიანის წინაშე უნდა ითამაშონ ჩვენებმა.მთავარია ეს ფსიქოლოგიური მომენტი დავძლიოთ.ხო და პენალტებამდე არ უნდა მივიდეს საქმე თორემ ვიცით ჩვენ მამარდა რომ სუსტია პენალტებში,ისრაელის ნაკრების მეკარე კი პირიქით ძლიერია ამ კომპონენტში.
მეზღვაური
28 ივნისი 2023 23:38
0
ჩეხები ჯობდა შეგხვედროდა.ისრაელის ბიჭები საკმაოდ ტექნიკურები არიან და კომბინაციურ სტილში კარგად თამაშობენ.
თბილისელი
29 ივნისი 2023 10:37
0
გეᲗანხმები მეკარეებზე რაც დაწერე ერᲗს დავამატებ Ჩვენი მესამე მეკარე ყალიᲩავა მაგრაᲗ იგერიებს პენლებს და Თუ პენლებამდე მივიდა ᲨეიᲫლება ერᲗი Შეცვლის Შენახვა და მისი გამოყვანა, ფსიქოლოგიურადაც დავგრუზავᲗ მაგიᲗ Თან არ ექნებაᲗ ნანახი მისი ᲗამაᲨი საიᲗ რა დროს ხტება, საერᲗო ჯამᲨი ამაზე უკეთესი მეტოქე Ძნელი სანატრელია, უნდა დავაფასოᲗ მაგრამ Ჩვენ Ჩვენი მიზანი გვაქვს, იᲦბალიც Ჩვენსკენაა ისრაელი არაა გრანდი Თან ერᲗი დᲦიᲗ ნაკლებს დაისვენებენ მგზავრობაც მოუწევᲗ იქიᲗ გულᲨემატკივრის ფაქტორი და მეტი იᲦბალი და დამᲗხვევა რაᲦა გვინდა!! ბიᲭებო ასეᲗი Შანსი Ძნელია ინატრო ფინალᲨი გასვლის ისრაელი და პორტუგალიის დამარცხება ᲨეგიᲫლიაᲗ რაც უკვე გვაᲩვენეᲗ და წარმატებებს გისურვებᲗ მᲗელი გულიᲗ მᲗელს გუნდს
Gel-100
29 ივნისი 2023 08:43
0
ისრაელიც ჩვენნაირი კერკეტი გუნდია ერთი შეხედვით და რადგან ისრაელია არ უნდა მოვდუნდეთ. ეს ეტაპიც უნდა დავძლიოთ
რაბუ
28 ივნისი 2023 23:02
0

სიახლეები პოპულარული