U21. საქართველო-ისრაელი. 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, სასტარტოში ლომინაძის ნაცვლად გაგნიძე დააყენა. მეტოქე დებიუტში უკეთ გამოიყურებოდა და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა ტურგემანმა ვერ გაიტანა. ამას გარდა, ოთხჯერ შორიდან უშედეგოდ სცადეს კარის დალაშქვრა. ქართველ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდათ. სტუმრებმა კი კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, როდესაც გლუხის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, გამოსვლაზე მეკარე პერეცის შეცდომის შემდეგ
მექვაბიშვილმა კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ისრაელი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, გაგნიძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი, აზაროვი, გაგუა

მკითხველის კომენტარები / 6 /
5 წუთით ვერ დაიჭირეს ბურთი, ერთი ნორმალური კომბინაცია, ნორმალური პასი ვერ გააკეთეს, ქაოსურად, სოფლის გუნდივით თამაშობენ, გულის ამრევია რასაც ვუყურებ.
ზურა
01 ივლისი 2023 22:04
2
გამარჯობა ზურა, ამ ეტაპზე რომ თამაშის უფლება მოიპოვეს ესეც გულის ამრევია?
ბექა90
01 ივლისი 2023 22:27
2
ცენტრალური თავდამსხმელი ფაქტიურად არ გვყავს მეოთხე თამაშია არ ჩანს საერთოდ, ეს მოისწრაფიშვილი პირველად თამაშობს ფეხბურთს მგონი, ზურიკოს ძინავს დღეს და მაგიტომაც არ გამოგვდის შეტევა.
ემიგრანტი
01 ივლისი 2023 21:57
1
არ ვიცი რაა ისინი 2-3 კაცით მეტნი ხომ არ არიაან ? ყველგან უპირატოსობებს ქმნიან @ ასეთი თამაშით რა უნდა ვქნაათ ???
zura222
01 ივლისი 2023 21:17
3
თავდასხმასად დაიკარგა კარში ბურთი ვის დავარტყმევინოთ,ისე არც ნახევარდაცვა ჩანს მოწადინებული.
ჟორიკა
01 ივლისი 2023 21:04
1
გაგნიძე შესაცვლელიაა
გუჯა
01 ივლისი 2023 20:52
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული