რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.

წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.

პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.

ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 42 /
მე ვფიქრობ ბიჭებმა კარგი შედეგი დადეს თუმცა მეტი შეიძლებოდა და ეს მეტი შემდგომ თამაშებში უნდა მოიპოვონ, ჩვენ გულშემატკივრებს მაგისი გვჯერავს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს!!!
gio9
09:16 04-07-2023
0
არავის არაფერ ვერჩი მაგრამ გაგუა შესაცვლელი იყო მეორეტამის დასაწყისშივე.ესერთი და ტაქტიკა ნოლიი აზრზს არახარ მწვრთნელობის ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიტყვი.
ფგდდ
23:12 02-07-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული