U21. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
მიუხედავად ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხებისა, საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს პარიზის ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, სადაც ევროპის ზონიდან სამი გუნდი მოხვდება.

ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ნახევარფინალში საფრანგეთიც გავა და ინგლისიც. პირველი ოლიმპიადის მასპინძელია და საგზური ავტომატურად აქვს დაბევებული, მეორე კი ტურნირზე ვერ იასპარეზებს, რადგან ოლიმპიური კომიტეტის წევრი დიდი ბრიტანეთია და არა ინგლისი.

ასეთ შემთხვევაში ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის დამატებითი მატჩი ჩატარდება. საქართველომ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე ძირითად დროში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.

შეგახსენებთ, დღეს ინგლისი პორტუგალიას, საფრანგეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.

altპროვოკაციული აღნიშვნა ისრაელის ნაკრების გულშემატკივრისგან - მარცხის ღირსეულად მიღება შეგვიძლია!..

altზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 51 /
რაც მოხდა მოხდა. ისრაელი როგორც ერთიანი შეკრული გუნდი მოედანზე, აშკარად გვჯობდა. მეორე, ვინმე შეამჩნიეთ პირველ ნაკრებში რომ გაქაჩოს? მამარდა და ზურიკო, სხვა????? ძირითადს ვგულისხმობ და არა სათადარიგოს. გოჩოლეიშვილს აქვს შანსი, თუ ბოლო ბოლო ერთ ადგილზე ითამაშებს გუნდსა და ნაკრებში, თორე ჯერ ჯერობით ეგეც სათადარიგოა. გაგნიძე სათადარიგოშიც მეეჭვება, თუ არ მოუმატებს. თამაშის არაორგანიზებულობა და დაცვაში დროზე არ ჩამოსვლა რაზეც მოდის კრიტიკა, დიდწილად მის სინდისზეა. საზონოვი პირველისთვის ძაან ადრეა, უამრავ შეცდომას უშვებს. მოკლედ, დადებითი იყო უდიდესი მონდომება, თავდადება და პატრიოტიზმი. აი, ეს კი პირველმა ნაკრებმა ამ ბიჭებისგან უნდა ისწავლოს. რაც შეეხება ოლიმპიადას, არ მესმის ქულების დათვლა. თუ უკრაინამ და პორტუგალიამ გინდ ძირითადში, გინდ დამატებითში წააგო, საგზური ჩვენი რატომ არ უნდა იყოს? ჩვენ მხოლოდ პენლებით წავაგეთ. ეს უსინდისობა იქნება. ამაზე ფედერაციამ დროზე უნდა მიანიშნოს უეფას.
ჰაჰა
02 ივლისი 2023 13:47
2
Davushvat gagvimartla da shevxvdit ukrainas mere ... Exla vnaxe da shaxtaris sastavi yavs wamoyvanili mudrikic yavs tu dachirda gamoiyvans movugebt rogor fiqrobt...
Rt
02 ივლისი 2023 11:37
10
და რატომ ვერ მოვუგებთ?
გიო
02 ივლისი 2023 13:32
3
მუდრიკი ვინაა ??? DDDDD
zura222
02 ივლისი 2023 17:53
2
ნაკრებმა კარგად ითამაშა!
უბრალოდ პენალტები ლატარეაა და და რათქმაუნდა ფორტუნის ზურგშექცევა სამწუხარო, თუმცა ჩვენი ძირითადში არწაგება დიდ პროგრესზე მეტყველებს!
ლაშა
02 ივლისი 2023 10:44
10
სწრაფად რატომ ვერ ხერხდება კომენტარის გამოქვეყნება?!
კვარა და მიქა უკრაინასთან თამაშისას ნაკრებში აუცილებლად უნდა იყვნენ!
მემგონი რადგან U21-ზე არ იყვნენ, პრეი ოფი U21-ის შემადგენლობასთან ბმაში არ არის და იქ შესაძლებელი უნდა იყოს კვარაცხელიას და მიქაუტაძის თამაში, თუ კიდევ რაიმე არ მოიმიზეზეს...
ლაშა
02 ივლისი 2023 21:29
1
1988 წელს ჩვენმა ნაკრებმა(სახელწოდებით СССР), გელა კეტაშვილის წინამძღოლობით, ოლიმპიადის ფინალში რომარიოს ბრაზილია დაამარცხა და ეს იყო ჩემს მიერ შექმნილი ქვეყნის ბოლო დიდი საფეხბურთო წარმატება.
ამის შემდეგ, ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთმა საბჭოთა რესპუბლიკამ, ბელორუსიამ გააღწია და ახლა აქვს კარგი შანსი უკრაინას და საქართველოს, იმ შემთხვევაში თუ ქუთაისში ინგლისი პორტუგალიას დაამარცხებს.

ასე რომ ყველანი ქუთაისში.
ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი...
სტალინი
02 ივლისი 2023 17:30
5
იმედია დღეს ქუთაისში ინგლისი მოიგებს და ოლიმპიადაზე ერთი საბჭოთა ნაკრები მაინც ითამაშებს(უკრაინა ან საქართველო).
ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი.
სტალინი
02 ივლისი 2023 13:50
6
იოსოფ ვისარიონოვიჩ, ინგლისმაც და საფრანგეთმაც უნდა მოიგოს, რომ უკრაინა ან ჩვენ ოლიმპიადზე მოვხვდეთ.
ბოლშევიკური 'სპრივეტომ"
ლავრენტიი
ჰაჰა
02 ივლისი 2023 15:35
2
იქნება და ჩვენი უკრაინა საფრანგეთს უგებს და პირდაპირ გადის ოლიმპიადაზე ვისარიონოვიჩ

ჰააა?
სტალინი
02 ივლისი 2023 17:14
5
შეეშვით ამ ოლიმპიადას არ გამოვიდა ეგ საქმე
beqa
02 ივლისი 2023 11:59
13
და როდის შედგება ეგ ოლიმპიადის ადგილის გადათამაშება?
გია
02 ივლისი 2023 11:35
1
მთავარია მონაწილეობა არა?!
SOS!!!
02 ივლისი 2023 16:53
2
გაანებეთ ამ ბავშვებს თავი, მთავარ ნაკრებზე ვიფიქროთ.
ვარლამი,პოლონეთიდან
02 ივლისი 2023 12:59
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული