U21. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
მიუხედავად ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხებისა, საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს პარიზის ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, სადაც ევროპის ზონიდან სამი გუნდი მოხვდება.

ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ნახევარფინალში საფრანგეთიც გავა და ინგლისიც. პირველი ოლიმპიადის მასპინძელია და საგზური ავტომატურად აქვს დაბევებული, მეორე კი ტურნირზე ვერ იასპარეზებს, რადგან ოლიმპიური კომიტეტის წევრი დიდი ბრიტანეთია და არა ინგლისი.

ასეთ შემთხვევაში ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის დამატებითი მატჩი ჩატარდება. საქართველომ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე ძირითად დროში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.

შეგახსენებთ, დღეს ინგლისი პორტუგალიას, საფრანგეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.

altპროვოკაციული აღნიშვნა ისრაელის ნაკრების გულშემატკივრისგან - მარცხის ღირსეულად მიღება შეგვიძლია!..

altზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 51 /
მგონი ტყუილად გვაქვს იმედი ოლიმპიადაზე მოხვედრის @ ევროპელი ლიბერალები აპირებენ უკრაინის გათრევას ოლიმპიადაზე ყველა ხერხებით @ წეღან ვუყურებდი უკრაინულ არხზე სახეგაბადრული ჟურნალისტები წინასწარ ზეიმობდნენ უკრაინის ოლიმპიადაზე მოხვედრას (სხვათაშორის რუსულად ლაპარაკობდნენ !!!) ანუ უეფა აპირებს შეცვალოს რეგლამენტი და ოლიმპიადაზე გაუშვას ყველაზე მეტ ქულიანი გუნდი და უკრაინას აქვს 7 ქულა ჩვენ 5 პორტუგალიას 4 და შვეიცარიას 3 ასე როოომ @ რომც არ შეცვალონ რეგლამენტი და გადამწყვეტ თამაშში რომ შევხვდეთ უკრაინას წარმოიდგინეთ რამხელა მხარდაჭერა ექნებათ იმათ მსაჯებისგააან @@
zura222
02 ივლისი 2023 03:56
38
კი მეც ეგრე ვფიქრობ უკრაინას შევხვდებუთ, მაგრამ მგონია რომ მივიგებთ
ზურიკო
02 ივლისი 2023 08:16
3
უკრაინა რომ რუსეთთან ომში არ დამარცხდა ვერ მოგინელებია არა? წინასწარ რომ წერ აქ მზეობებს და ყოველთვის ცდილობ აქ პოლიტიკა შემოათრიო?
ქოცს
02 ივლისი 2023 11:16
9
მეცინება იმ ხალხზი ვინც იძახის მაგრად ვითამაშეთო.ეტყობა ეს კატეგორია ან ფეხბურთს არ უყურებს ან სხვა თამაში აქვთ ნანახი.კარგად როგორ ვითამაშეთ 120 წუთი კარში არ დაგვირტყამს. რაც შეეხება კვარაცხელიას.მე არ ვიცი ნაპოლიმ არ გამოუშვა,ქორწილი აქვს თუ კაკულიამ უწინასწარმეტყველა თავში მეტეორის დაცემა,მაგრამ უნდა ეთამაშა,მიტუმეტეს საქართველოში ტარდებოდა ეს ტურნირი.მთავარი ეროვნული ნაკრებებია.სულ ფეხებზე მკიდია როგორ ითამაშებს ნაპოლიში.თავში აუვარდა ბიჭს.ჯერ როგორ მოექცა პატარა გულშემატკივრებს იგნორი რომ გაუკეთა და ზედაც არ შეხედა.ვიცი ეს პოსტი კვარას ფან- სექტას გულზე მოხვდება,მაგრამ ცივი წყალი ლუზერებო ბლომადაა საქართველოში.
zaza
02 ივლისი 2023 11:19
5
საკუთარ კედლებში ისრაელს რომ ვერ უგებ,ოლიმპიადაზე რა გვესაქმება….!
მხურვალე ქომაგი
02 ივლისი 2023 08:15
4
ოლიმპიადის დევიზია: მთავარია მონაწილეობა.
მალხაზ ჯობავა
02 ივლისი 2023 10:47
8
ის გვესაქმება რომ ჯერ ერთი ადრეც დავწერე რომ ოლიმპიადაზე ბობოლა ქვეყნებს გამოყავთ მე-3-4-5 შჭემადგენლობები და ამიტომაც ხდებოდნენ ოლიმპიადის ჩემპიონები სანჭოთა კავშირი 2 ჯერ უნგრეთი 3 ჯერ ჩეხოსლოვაკია აღმოსავლეთ გერმანია (გდრ) შვედეთი პოლონეთი ჩეხოსლოვაკია იუგოსლავია ნიგერია კამერუნი... და მეორეც თუ გავედით ოლიმპიადისთვის წესიერ მწვრთნელს დანიშნავენ (იმედი მაქვს) დაა უძლიერესი შემადგენლობით გავალთ დაგვემატებიან კვარა მიქაუტაძე ჩაკვეტაძე კიტე და სხვები და ნაღდად გვექნება შანსები საპრიზოზე გასვლის !
zura222
02 ივლისი 2023 17:47
0
ამ საიტზე კარგად ჩანს, რომ ლიბერალებს სამშობლოზე მეტად უკრაინა უყვართ... :(((
გიორგი 11
02 ივლისი 2023 08:08
11
100% ასეაა ! სულ გადააგვარა და გადააჯიშა ეს ხალხი დასავურმა ლიბერაციამ @@@
zura222
02 ივლისი 2023 17:37
1
უკრაინას არავის მხარდაჭერა არ ჭირდება-დიდებული გუნდია.ამ ისრაელის ნაკრებს გადაურბენდა.მხარდაჭერა ჩვენს ნაკრებს რომ ჰქონდა ისეთი უნდა,მაგრამ კარებში მაყურებელი ვერ დაარტყამს.
ენძო
02 ივლისი 2023 05:08
2
Roca eseti shansi gaq da ver iyeneb yvelaze dasanania. gabrazdebi aba ra, jer makedoniastan, axla ebraelebtan vin gvinda ro shegvxvdes amat tu ver movugebt xalxic xo codoa ara...kvarasac exla mounda qorwili da dasveneba, macedoniastan virusi shexvda gadamwyvet tamasshi ar aris maincdamainc miqautadze aq gazrdili da dabadebuli ar ari amas ufro ver movtxovt rato ar itamasha magram sawyenia ar dagvexmara...
289
02 ივლისი 2023 09:49
1
საერთოდ, გადამეტებულ აჟიოტაჟს, არაფერი სასიკეთო არ მოაქვს! ასე დაგვემართა ჩაკვეტაძეზეც, ხვიჩაზეც და იგივე განმეორდა ამ ბიჭების მიმართაც.მე პირადად ამ ბიჭების მიმართ სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს, პირიქით ძალიანაც შემაყვარეს თავი! უბრალოდ ჩვენ გულშემატკივრებმა მაგრად მოვაქციეთ წნეხში და როგორც იტყვიან დავსტრესეთ. მომკალით და არ მიყვარს გადამეტებული ქება-დიდებაც და ასევე გადამეტებული აგრესიაც, მაგრამ რას ვიზავთ, სამხრეთული კავკასიური ხასიათი ყველგან გვძლევს. ჩვენ კარგ ბიჭებს კი ვუსურვებ უამრავ გამარჯვებებს, რომელიც წინ ელოდებათ!
ზურა
02 ივლისი 2023 13:48
2
იგივე ქინქლაძეს რო მოენდომებია მსოფლიო ფეხბურთელი იქნებოდა
გივი
02 ივლისი 2023 14:12
2
როცა გამარჯვებებს მონეტრებული უამრავი გულშემატკივარი ყავს ჩვენ ქვეყანას,როცა დახლებზე 10000 ობით შენი მაისურია გამოკიდებული გასაყიდად, როდესაც სტადიონზე ძალიან ბევრი გულშემატკივარია სტადიოზე შენი გვარის წარწერით ბეჭებზე, შენ სად ხარ ამ დროს? ამ ბიჭებზე აუგის მთქმელს ფეხბურთი არასდროს არ უნდა აყურებინო, მაგრამ არ ცერთის გვარის წარწერით გუშინ მაისური არ მინახია, გამონაკლისი ზურიკოა,
ბიჭები რომლებიც სულით იბრძოდნენ და ვაჟკაცურადაც იტირეს, შენ სად ხარ ამდროს?
ვფიცავარ ყველაფერს შენს უდიდეს გულშემატკივართა შორის ვარ მესმის რომ გჭირდება დასვენებს და ა.შ. მაგრამ სულ რომ სკამზე დამჯდარიყავი უდიდეს საქმეს გაუკეთებდი ამ ბიჭებს! 15 წუთები რომ გეჩუქებია ამ ხალხისთვის თითო თამაშში უზომოდ გააბედნიერებდი ყველას.შენი თამაშის ცოცხლად ყურება უამარავისთვის მხოლოდ ტელევიზორიდან არის შესაძლებელი
ამას მიხვედრა უნდა!
დათო
02 ივლისი 2023 15:23
2
ძირითადი მიზეზი, რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ჩემი აზრით არის ის, რომ წიტაიშვილი ვერ იყო სათანადო კონდიციებში უთამაშებლობის გამო, ხოლო ზურიკო ძალიან გადაღლილი ჩანდა იმ საოცარად გადამღლელი გრაფიკის გამო, რაშიც მას მოუწია თამაში. მემგონი აზაროვი უფრო თამაშობდა მარცხენა გარემარბად, ვიდრე ზურიკო და თითქოს ხელს უშლიდნენ ერთმანეთს. პორველ ტაიმის დასაწყისში ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჩვენი ჩვენი კარები სტუმრის კარები იყო. სულ ტყუილად ჩავაბარეთ ისრეალის ნაკრებს ინიციატივა და ბედ იღბალზე გადავრჩით აშკარა გოლებს. მეორე ტაიმმა გამოაჩინა რომ ასეთი თამაში შეცდომა იყო.რაც შეეხება პენალტებს, ეს არ არის ჩვენი ძლიერი მხარე.
ირაკლი
02 ივლისი 2023 14:08
1
იმიტომ უშლიდნენ ერტმანეთს ხელს რომ იმ "მაგარმა მწვრთნელმა" სვანაძემ ზურიკო ფაქტიურად მარცხენა შუამარგბად დააყენა არადა მარჯვნივ რომ დაეყენებინა ისევ ისეთი სასარგებლო იქნებოდა !
zura222
02 ივლისი 2023 17:58
2
თითქოს ჩვენ უფრო ძლიერი ნაკრები ვართ, მაგრამ ისრაელმა უკეთ ითამაშა.
მამარდა პენალტის აღებასთან მუდმივად ახლოსაა მაგრამ ვერ იღებს, ნავში აქვს გასატეხი.დღეს ინგლის და საფრანგეთს ვუგულვშემატკივროთ
ზურა
02 ივლისი 2023 11:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული