მიუხედავად ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხებისა, საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს პარიზის ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, სადაც ევროპის ზონიდან სამი გუნდი მოხვდება.
ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ნახევარფინალში საფრანგეთიც გავა და ინგლისიც. პირველი ოლიმპიადის მასპინძელია და საგზური ავტომატურად აქვს დაბევებული, მეორე კი ტურნირზე ვერ იასპარეზებს, რადგან ოლიმპიური კომიტეტის წევრი დიდი ბრიტანეთია და არა ინგლისი.
ასეთ შემთხვევაში ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის დამატებითი მატჩი ჩატარდება. საქართველომ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე ძირითად დროში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.
პროვოკაციული აღნიშვნა ისრაელის ნაკრების გულშემატკივრისგან - მარცხის ღირსეულად მიღება შეგვიძლია!..
ზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ
რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა
ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ
U21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]
კვარა და მიქა უკრაინასთან თამაშისას ნაკრებში აუცილებლად უნდა იყვნენ!
მემგონი რადგან U21-ზე არ იყვნენ, პრეი ოფი U21-ის შემადგენლობასთან ბმაში არ არის და იქ შესაძლებელი უნდა იყოს კვარაცხელიას და მიქაუტაძის თამაში, თუ კიდევ რაიმე არ მოიმიზეზეს...
ამის შემდეგ, ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთმა საბჭოთა რესპუბლიკამ, ბელორუსიამ გააღწია და ახლა აქვს კარგი შანსი უკრაინას და საქართველოს, იმ შემთხვევაში თუ ქუთაისში ინგლისი პორტუგალიას დაამარცხებს.
ასე რომ ყველანი ქუთაისში.
ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი...