U21 | საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სახლში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. მასპინძლებმა მე-15 წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას რეალური მომენტი შექმნეს, როდესაც კვერნაძე ორ მცველს გასცდა, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. შემდეგ მაისურაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ნიდერლანდელებმა კი კარში პირველივე დარტყმით დაწინაურება მოახერხეს - კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მეიერმა თავურით ხარატიშვილის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში მეტოქეს მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ პროპერმა ბურთი ძელს გაარტყა. ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები მეკარე ხარატიშვილმა
გადაარჩინა, ხოლო შესვენებაზე გასვლის წინ მცველმა მეიერმა გათამაშებული კუთხურის მერე დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. ტეილორის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მალე ოჰიომ გაიტანა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. 64-ე წუთზე სვანაძის შეგირდებს ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა მიეცათ - მამაცაშვილი ფლანგზე მეურვეს დაუსხლტა, კარის წინ პასი ოდიშარიას გაუკეთა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში აქტიური მამაცაშვილის დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მოხდა და შეხვედრა ნიდერლანდელთა გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 17 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე შვედეთთან ჩაატარებს.

ბათუმი. "აჭარაბეთ არენა"
საქართველო - ნიდერლანდები 0:3
გოლები: 0:1 მეიერი (26), 0:2 მეიერი (45+1), 0:3 ოჰიო (57)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, მაისურაძე, მამაცაშვილი, გოგლიჩიძე, ოსიყმაშვილი (ეგოიანი 46), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (ოდიშარია 46), ო. მამაგეიშვილი (ოგბაიძე 87), გაგნიძე (მორჩილაძე 70), კვერნაძე (იობაშვილი 76)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ასეთი ჩასვრილი ფეხბურთით,ისევ ასეთივე ფეხბურთის მოთამაშე გუნდებს თუ მოუგებ,თორემ ელიტაში ამ მწვრთნელს რა უნდა? გაიხსენეთ როგორ ძლივს ლაპარაკობდით ევროპაზე,იმ თამაშით, ჯგუფიდან რომ გავიდნენ და მერე ლოგიკური შედეგიც დადგა.
ნუკრი
13 ოქტომბერი 2023 12:32
2
ფეხბურთი არის ინდუსტრია. ერთ მთლიან სისტემად უნდა იყოს აწყობილი, სადაც ყველა რგოლი ერთმანეთზე მორგებული და დარეგულირებულია. ამ სისტემას ჯერ მოფიქრება, რა თქმა უნდა სხვების გამოცდილების გათვალისწინებით, ხოლო შემდეგ აწყობა უნდა. ეს სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ნიჭიერი ბავშვების დროული აღმოჩენა,მათი სწორად განვითარება და შემდგომში არდაკარგვა მოხდეს. სამედიცინო საკითხი, ჩემპიონატის დონის აწევა, . მწვრთნელების საკითხი...ეს ყველაფერი ერთიანი სისტემის ფარგლებში უნდა წყდებოდეს. ახლა შეხედეთ ჩვენი ფედერაციის შემადგენლობას- რა სისტემაზეა ლაპარაკი, ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ესმით საერთოდ. კობიაშვილს განვითარების კონცეპციაზე რომ კითხეს, უპასუხა სტადიონებს ვაშენებთ, მოყვარულთა ჩემპიონატი ჩავატარეთ , კლუბებს ვეხმარებითო... ეს გონია კონცეპცია. ფედერაცია- ინტელექტი დაბალი, მართვის გამოცდილება დაბალი, უმუშევარი ძმაკაების დასაქმების კანტორა. ხოდა რა გიკვირთ?
არტ
13 ოქტომბერი 2023 12:27
0
არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი...როდის იყო ჭიანჭველა ას მეტრაზე ხტებოდა,როდის იყო ჩემი ვირი ოპერაში მღეროდა… და ა.შ. ნუ ელოდებით წინსვლას. სად ჩვენს გენში კიდევ დარჩა ფეხბურთის სიყვარული დასაწყებია ე.წ. გადატვირთვით ჩვენს საფეხბურთო მეურნეობაში.. დაწყებული ბავშვთა ასაკიდან, უნდა მოიწვიონ შესაბამისი სპეციალისტები, ამ გზაზე გავლილი ქვეყნებიდან, მაგ . ბელგიიდან. მთელი ქვეყანა უნდა მოიარონ და ნიჭიერი ბავშვები შეირჩეს და გადაანაწილონ რეგიონების მიხედვით საფუხბურთო აკადემიებში, ფსიქოლოგები ჩართონ საქმეში, მათ შორის ამ ბავშვების მშობლებისთვისას, და ეს ყველაფერი უნდა იყოს უფასო, ან მისაწვდომ ფასში, მაშინ შედეგი აუცილებლად მოვა, ისე ვიტრიალებთ უსასრულოდ ერთ წრეზე, ერთი მოგებით და ვაშა პატრიოტიზმით, მინიმუმ 10 ხვიჩა და გიორგი უნდა გვყავდეს რომ ჩვენს ნაკრებს რამე შეეტყოს, ეს თავისით მოხდება?
გუსანი
13 ოქტომბერი 2023 10:44
0
პირველი გოლი მსაჯის შეცდომა იყო. მეორე მაგარი შეგვისრულეს. მესამეზე ძალიან სუსტად ვითამაშეთ.
nika
13 ოქტომბერი 2023 09:48
0
ჩვენს ბიჭებს მინდა მივმართო. გასაგებია, რომ ნიდერლანდებია, გასაგებია, რომ ევროპულ ჰაი კლუბებში თამაშობენ, მეტი ხელფასები აქვთ... მაგრამ ხომ იცით რამდენი სელექციონერი გაკვირდებათ, რომ ევროპულ კლუბებში კარიერის შანსი მოგეცეთ? კაი, ვთქვათ მაგიც არ გაინტერესებთ ... კი მარა ქართული, პატრიოტული ჯიგარი სად არიიის?... აზრზე მოდით მწვრთნელ-ფეხბურთელ-ფედერაციანად... გთხოვთ დინამოს მუზეუმში მაინც შედით, ხალხმა ისტორია დაწერეს, რატომ ვარცხვენთ მათ სასახელებს ... ვარჯიშის, ოფლის, რეჟიმის და დავდადების გარეშე არაფერი გამოვა...
გიორგი 50
13 ოქტომბერი 2023 09:20
0
ესეც შენი ვითომ ახალი და უკეთესი თაობა!..არა რა, თავის მოტყუებაა! ჩვენ ქართველებს არც საკმარისი მონდომება-სიბეჯითე გვაქვს, არც საკმარისი ნიჭი, არც პატრიოტიზმი, არც პასუხისმგებლობა, ასევე არც დისციპლინა და ინტელექტი, რომ გუნდურ სპორტში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ!
ბესო
13 ოქტომბერი 2023 00:49
1
რეგრესია ყველგან და ყველაფერში(დიდებში, ახალგაზრდულში), აქ და იქ ყველგან. ისე რა ვიყავით და კიდევ რეგრესი. საქმე მარტო წაგებაში არ არის. 20 წლის ბიჭებს სირბილი რომ არ უნდათ(ან ეზარებათ და ან არ შეუძლიათ) რაზეა ლაპარაკი. ვის არ წაუგია მაგრამ ნაკრების წევრობა პატივი უნდა იყოს(ვაი რომ ესეც აღარაა).მონდომებაც არ აქვთ. ხალხი უნდა დააფასო ვინც გგულშემატკივრობს. შვილის ტოლებად მერგებიან ეს ვითომ ფეხბურთელები და ეგენი თუ არ მაფასებენ მეც ჩავიქნევ ხელს მაგათზე. სულ ასეა წლებია და საშველი არ არის.
david
12 ოქტომბერი 2023 21:47
4
დაასახელეთ თამაში სადაც სვანაძემ კარგად იმწვრთნელა?!
beqas
12 ოქტომბერი 2023 20:55
11
წადი შენი რუსოფილი თავზეც მოვისაქმე!
Odala-ს
13 ოქტომბერი 2023 00:06
7
"თამში" !
აჰააა, დავასახელე!
12 ოქტომბერი 2023 23:50
2
ყველა გამოხმაურება
სამარცხვინო მწვრთნელი რომელიც მხოლოდ მითითებებს ასრულებს.დაავალეს უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახება კვერმაძე ვინმე ბაგრატიონი და ამაში საქართველოს ნაკრების სახელს არცხვენს..არც ისაა გამორიცხული რომ ამაში სოლიდური თანხაც აეღო,ეს არის სვანაძეს სახე
akademia
12 ოქტომბერი 2023 20:21
8
ესეც ჩვენი პერსპექტიული ახალგაზრდები!
გაგა
12 ოქტომბერი 2023 20:04
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული