U19. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა კვიპროსს (2:0) და მოლდოვას (2:1) სძლია, ელიტრაუნდის საგზური ვადამდე მოიპოვა, დღეს კი უნდა გარკვეულიყო, რომელი გუნდი დაიკავებდა ჯგუფში პირველ და რომელი მეორე ადგილს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი მეტოქემ ჩვენი გუნდი დაჯაბნა და გაიმარჯვა.

ელიტრაუნდი გაზაფხულზე ჩატარდება - 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები გავლენ.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
საქართველო - ესპანეთი 0:4
გოლები: 0:1 როდრიგესი (53), 0:2 გასიროვსკი (57), 0:3 კარვალიო (75), 0:4 სენჰაჯი (86)

საქართველო: ბედიაშვილი,
ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, სადღობელაშვილი, გეგუჩაძე (ბერელიძე 73), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი (ცეცხლაძე 46), ბასილაძე (მაშავა 65), გოგსაძე (სამუშია 65), ავალიანი (შეროზია 46)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამათი მწვრთნელი იძახდა მოლდოვა კარგად შევისწავლეთო, მაინტერესებს ესპანეთი რატომ ვერ შეისწავლა მაისურაძემ?კვიპროს და მოლდოვას უბანი შეგროვებული ბავშვებით მოუგებ..უბედურება ისაა რომ ღირსეულ ფეხბურთელებს არ იძახებს,მშობელს არ ქონდა საშუალება და არ გამოიძახეს..იაშვილის მიზანი საშოვარი და შოვნა..
Giorgi
20:41 21-11-2023
7
მოლდოვას და კიპროს თუ მოუგეს დიდი მიღწევაა. ვინ თქვა საერთოდ რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვიაო? საიდან მოიტანეთ ეს ზღაპარი?
დავით
19:18 21-11-2023
8

სიახლეები პოპულარული