19-წლამდელთა ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს - შემადგენლობა და მატჩების განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ასაკობრივი ნაკრები 26 და 28 მარტს ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლებს. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გასამართი ორივე ამხანაგური მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს.

ჩვენი ასაკობრივი ელიტ რაუნდში შოტლანდიას, ჩეხეთს და იტალიას დაუპირისპირდება. მატჩებს 20-დან 26 მარტის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე მოხვედრას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გუნდები შეძლებენ.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: რეზი კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი
თბილისი).

მცველები: ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), თენგიზ გობეშია (დინამო თბილისი), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (სიონი ბოლნისი), დავით ფაღავა (კოლხეთი 1913).

ნახევარმცველები: დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (საბურთალო), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), საბა სამუშია (ანორთოსის ფამაგუსტა, კვიპროსი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

თავდამსხმელები: ლუკა შეროზია (სამგურალი წყალტუბო), ლუკა ფრიდონიშვილი (დინამო თბილისი).

U19 | ელიტ რაუნდი

20 მარტი | ჩეხეთი V საქართველო
23 მარტი | შოტლანდია V საქართველო
26 მარტი | იტალია V საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული