დღეს რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარში, "ლათბერი სტედიუმზე", პირველი ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება.
26 მარტს "ვიქტორია სტედიუმზე" გასამართი მატჩის რეპორტაჟზე ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ შვედეთს 3 ქულით უსწრებს.
nakrebi.ge