"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო.

ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენს მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს", - წერს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი
და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

alt"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

alt"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

alt"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 67 /
შოთა გეთანხმები რომ რუსეთს თავის ინტერესები აქვს ამიერკავკასიაში და ჩვენი მოძმე სახელმწიფო არ არის, მაგრამ ერთი ის მითხარი ევროპა ისტორიულად რომელ გადაწყვეტილებებში გვიჭერდა მხარს? სულხან-საბა იყო და გადაჰყვა დახმარების თხოვნას, მაგრამ ევროპა ჩვენ გამო ირან-ოსმალეთს არ დაუპირისპირდა,1921 წელს იყო და მიგვატოვა ევროპამ წითელ არმიასთან პირისპირ, 2008 წელს იყო და შეშფოთების მეტი არაფერი გაუკეთებიათ, დღეს რომ მონებად ამუშავებენ ქართველებს თავიანთ ქვეყნებში ეგ არის მეგობრობა შენი აზრით, ერთი გამაგებინეთ უბრალოდ საქართველოს ისტორია ორ სხვადასხვა ვარიანტად არის დაწერილი? მე რაც წაკითხული მაქვს ევროპაც და რუსეთიც ორივე გვაგდებდა ხოლმე და ეტყობა თქვენ წაკითხულში ევროპა ჩვენი მეგობარი იყო.
მამუკა
14:25 17-04-2024
6
რომელი ევროპული ღირებულებების ეგ არის. სახლი სტამბულში იყიდა, შვილები იქ სწავლობენ და თავად იქ ცხოვრობს.
უბედურებაა ისაა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის კულისებში რაც ხდება არც ბოკუჩავამ- ვაშაძემ და არც ზარქუამ იცის...ისე როგორც არც ესაა რუსული, ისევე როგორც ბევრი ახალგაზრდა ალალად ფიქრობს უკეთეს მომავალზე. მეორეც, ქართველი ხალხის მენტალიტეტი სულაც არ ჰგავს რუსულ-მონღოლურ-ცხვრის მენტალიტეტს. ამიტომ აქ ე.წ რუსული კანონის ან პოლიტიკის გატარებას არავინ აიტანს და ვერც გაუბედავენ ჩვენს ხალხს. პრობლემა სულ სხვაა, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ეროვნული ინტერესი და ის ხან ემთხვევა დიდი ქვეყნის ინტერეს და ხან არა. ამაში საგანგაშო არაფერია და არც ანტი-ევროპულია. თუ გერმანიის კანცლერს უსმენს ამერიკის დაზვერვა (ვიკილიქსის მასალების მიხედვით) რა ამიტომ თუ გერმანიის მთავრობა საპასუხო ზომებს მიიღებს ანტიამერიკულია თუ ანტიდასავლული?. ყმური დამოკიდებულეა თუნდაც დასავლეთის მიმართ ყველაფერში იგივეა რაც რუსულ-მონღოლური-ბატონყმური.
პ.ს უკრაინა მეცოდება, დეკემბრის შემდეგ ხან საშობაო არდადეგებზე გადის ამერიკის კონგრესი და ხან საგაზაფხულო -სააღდგომო,ჰოლიდეიში" და დაინგრა უკრაინა და გაწყდა ხალხი. რუსეთზე ცუდი იმპერია არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სხვას თავისი ინტერესები არ აქვს. ბოლოს და ბოლოს 30 წლის შემდეგ სახელმწიფო წერეთლის მიტინგებით (ნატო შემოყავდა 1 წელში რომ გეკითხა) როდემდე უნდა იმართებოდეს და რევოლუციებით მთავრობა როდემდე უნდა იცვლებოდეს. ევროპაში ასე არ ხდება და მე პირადად ასეთი ევროპა მინდა. არველაძე ბატონო, საერთაშორისო პოლიტიკას წლები სწავლობენ დასავლური ინსტიტუტები და ამას მარტო ფეხბურთის ნიჭი არ ეყოფა.
აისბერგის მიღმა რა იმალება ისაა მთავარი...
13:53 17-04-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული