15 ოქტომბერი | საქართველო - ჩრდ. მაკედონია | 20:00
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 10 ოქტომბერს, შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იენჩეპინგის სტადსპარკსვალენი უმასპინძლებს.
შევედეთის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი სამშობლოში დაბრუნდება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შვედეთთან მატჩს, დისციპლინარული სანქციის გამო - ლუკა გაგნიძე (სამი
U21 | შემადგენლობა
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).
ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 14 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს.
nakrebi.ge