U19. კარგად დაწყებული ცუდად დაასრულეს - საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან 1:3 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და სამუშიას კარგი გარღვევის შედეგად გეგუჩაძემ დააწინაურა. შემდეგ სალიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ფეიქრიშვილს გატანა მეკარემ არ დაანება, სტუმრებმა კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას ანგარიში გაათანაბრეს.

58-ე წუთზე მცველმა ცამაიმ შორიდან გატანილი ლამაზი გოლით მონტენეგრო წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ბევრს და უშედეგოდ უტევდა, ბოლოს კიდევ ერთი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.

პარალელურ მატჩში პოლონეთმა სლოვაკეთს 2:0 მოუგო. ჯგუფში პირველი ადგილი 7
ქულით მონტენეგრომ დაიკავა და ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეორე ადგილზე 6 ქულით პოლონეთი გავიდა, მესამეზე 3 ქულით საქართველო, ხოლო 1 ქულით მეოთხეზე - სლოვაკეთი.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო - მონტენეგრო 1:3
გოლები: 1:0 გეგუჩაძე (7), 1:1 პეროვიჩი (39), 1:2 ცამაი (58), 1:3 კოსტიჩი (88)

საქართველო: საური, ამისულაშვილი (ოდიკაძე 79), მეფარიშვილი, ნიკოლაიშვილი, გოგსაძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 61), ფეიქრიშვილი, ხარებაშვილი, ბერელიძე (გვასალია 65), სალია (ჩიქოვანი 65), სამუშია (ნაჭყებია 65)

მკითხველის კომენტარები / 15 /
პელეც რომ იყო, ვინ გათამაშებს,
თუკი არა აქვს ფული მამაშენს?!
რაკი თამაშობს მათე საური,
ჩანს ფული შველის ნათესაური.
qomagi
21:33 25-03-2025
1
ამ ბიჭებს მომავალში წარმატებას ვუსურვებ. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ტურნირია, მთავარია როგორ განავითარებენ საკუთრ უნარებს.

მაინც უნდა ვთქვა

ნიუკასლის ბოსებს სად მოეწონათ სალია?

გვარებს თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ რომ ეს გუნდი შეადგინეს ძმობაში და გაგებაში და არა დამსახურების მიხედვით.
დააT
21:04 25-03-2025
3

სიახლეები პოპულარული