რევაზ ჩელებაძე: "შუქურა" სამეულში მოხვდება, გარანტიას ვიძლევი მე!

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ ძალიან ცუდად ასპარეზობს. შვიდი ტურია გასული და კლუბი ცხრილის ბოლოში 4 ქულით იმყოფება.

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში ქობულეთელები "გაგრას" დაუპირისპირდნენ, 2:0-ს იგებდნენ თუმცა მეორე ტაიმში სამი გოლი მიიღეს და დამარცხდნენ.

კლუბში არსებულ ვითარებაზე და გეგმებთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტს რევაზ ჩელებაძეს დავუკავშირდით.

- ბატონ რევაზ ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგა 2-ში ძალიან ცუდად ასპარეზობს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რას თვლით ამის მიზეზად?
- ძალიან ცუდი სიტუაციია, ჩვენი გუნდი არავისზე ნაკლებია და ეს "ვიტ
ჯორჯიასთან" შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომელიც პირველ ადგილზე იმყოფება და ჩვენ იმ თამაშის მოგებაც შეგვეძლო.

გადასახედია გუნდში ყველაფერი - დაწყებული მწვრთნელთა შტაბიდან, დამთავრებული თითოეულ ფეხბურთელებამდე. ხვალ დავნიშნე კრება და კლუბის შიგნით სერიოზული საუბარი გვექნება.  შეკრებაზე ვგეგმავთ, რომ დავილაპარაკოთ მომავალზე, ასე ნამდვილად არ შეიძლება.

მრცხვენია ქალაქში სიარული, ამ ქალაქში ვცხოვრობ და დავდივარ, ეს არის ჩემი ოჯახი და ჩემი ცხოვრება. მე არ შემიძლია ამას გავუძლო და კლუბის სასიკეთოდ რადიკალურ ცვლილებებს განვახორციელებ.

ცოტა სისხლი თუ არ გადაისხა ისე არაფერი არ გამოვა, შევხედავ კიდევ რაღაც- რაღაცეებს, ვიფიქრებ ხვალამდე და მეცოდინება ყველაფერი.

- ლეგიონერებთან დაკავშირებით გკითხავთ, თუნდაც "გაგრასთან" მატჩი ავიღოთ მათი შეცდომებით გავიდა გოლები. რა დონის ფეხბურთელები არიან ისინი და ხომ არ ჯობია ესეთი შედეგის დროს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით ჩაანაცვლოთ?

- მაგ ლეგიონერებსაც სწორად მოვლა-პატრონობა და მიხედვა უნდა. ყველა მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგისთანა მოთამაშეები ძალიან ცოტაა საქართველოში. არამხოლოდ დაბალ ლიგაში, არამედ ეროვნული ლიგა ერთშიც ეგეთი ლეგიონერები ნაკლებად მოინახება.

უბრალოდ ბევრი რაღაცა არის გამოსასწორებელი გუნდში და ხვალიდან გამოვასწორებთ. დარწმუნებული იყავით რომ "შუქურა" სამეულში მოხვდება, მაგის გარანტიას ვიძლევი პირადად მე!


მკითხველის კომენტარები / 7 /
განდაგანა-ს. ვის ეუბნები გუნდიდან წასვლას? პრეზიენტს? ანუ გუნდის მფლობელს? მოკლედ აზრზე არ ხარ, რასაც წერ. შეიძლება გუნდის მტავარ მწვრთნელზე თქვა ასეთი რამ, მაგრამ გუნდის პრეზიდენტზე ანუ მფლობელზე, არა!!!
შალახო
26 აპრილი 2018 16:28
1
ესენი ის ხალხი არიან ვინც ზნეობა თავმოყვარეობა და ადამიანობა სულ დაკარგა.იმას მაინც ეცი პატივი რაც მართლა მიღწეული გაქვს ფეხბურთით. მარტო ეს არა კიდევ რამდენიმე გუნდშია დარჩენილი ასეთი პარაზიტები.
Dragonfly
22 აპრილი 2018 00:18
0
ეჰ, ჩელე, ჩელე...
444444
21 აპრილი 2018 22:22
0
დიდი ფული იდო გაგრას მოგებაზე 80 ქონდა კოეფიციენტი და ამის შესახებ ხომ ვერ იყვის რამეს ეს პარივცემული ჩელებაძე?
გიორგი ჩელებაძე (მისი ყომარბაზი შვილი)
21 აპრილი 2018 21:24
2
ეს არის მაგარი თაღლითი, იჯიბავს სახელმწიპოს ფულს და დანარჩენი რაში ანაღვლებს, აბა ახლა დაიწყო ფიქრი ამაზე?! 3 სეზონია გუნდი ბოლო ადგილებს არ მოშორებია, ასეთი უნიჭო ლეგიონერები მხოლოდ ჩელებაძეს და კოლხეთს ჩამოყავთ,
ფიქრი მაინც ვაცადოთ))
21 აპრილი 2018 13:37
2
Aseti tavxedoba da utifroba jer ar minaxavs, am xnis kacs sindisic xom unda acuxebdes?amdeni tkuili, ar daigale revazi?
Natelia ar bnelia
21 აპრილი 2018 13:19
1
კი აუცილებლად, ოღონდ ქვედა სამეულში. ბატონო რევაზ თუკი ვერ მოახერხეთ გუნდის ზედა სამეულში გაყვანა, იმას თუ გვპირდებით , რომ გუნდიდან წახვალთ ?
განდაგანა
21 აპრილი 2018 13:13
5

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0