"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა და "იუნკერების" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

33 წლის მცველი სხვადასხვა დროს გამოდიოდა ეროვნული ლიგის გუნდებში (ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა", ზუგდიდის "ზუგდიდი", თერჯოლის "საპოვნელა", ჭიათურის "მაღაროელი", ბოლნისის "სიონი", ბორჯომის "ბორჯომი"), ასევე,  ყაზახეთის "კაისარსა" და "ჟეტისუში".

რეგულარულად გამოდიოდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში (U17,U19,U21). ლაშამ "შევარდენის" ვებგვერდთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

- რატომ გადაწყვიტე კარიერის დასრულება?
- ვფიქრობ, 33 წლის ასაკში მიჭირს იმ ტემპთან აყოლა, რასაც დღევანდელი ფეხბურთი მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- პირველი
გუნდი და ოცნებები ფეხბურთზე...

- ჩემი პირველი გუნდი ქუთაისის "ტორპედო" იყო, ზაურ ბზიკაძის თავკაცობით. რაც შეეხება ოცნებას, ყოველთვის "ტორპედოსა" და ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი.

საბედნიეროდ, "ტორპედოში" თამაშის ოცნება ავისრულე და გული მწყდება, რომ ვერ შევძელი ნაკრებში თამაში.

- გვითხარი ორიოდე სიტყვა "შევარდენზე"...
- ეს არის დიდი ისტორიის მქონე გუნდი, რომელიც დიდი გამოწვევის წინაშეა. ჩემი აზრით, კლუბს შეუძლია იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის.

- შენი ახალი პოზიცია…
- "შევარდენის" სამწვრთნელო შტაბში მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას ასისტენტი ვიქნები. იმედია, არ გამიჭირდება ახალ პოზიციასთან შეგუება და კლუბს განვითარებაში დავეხმარები.

ასევე, მინდა, საშუალებით ვისარგებლო და კლუბს მადლობა გადავუხადო, რომ მომცეს საშუალება, ისევ ფეხბურთში დავრჩე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0