28 წლის ცენტრალური მცველი - ნიკოლოზ ხარაბაძე "მერანს" ხობის "კოლხეთიდან" შემოუერთდა. ხარაბაძემ საფეხბურთო კარიერა 2010 წელს "ჩხერიმელაში" დაიწყო და წლების განმავლობაში შემდეგ კლუბებში უთამაშია: "ჩხერიმელა" (ხარაგაული), "მეშახტე" (ტყიბული), "ტორპედო" (ქუთაისი), "გურია" (ლანჩხუთი), "სამგურალი" (წყალტუბო), "იმერეთი" (ხონი), "კოლხეთი" (ხობი).
"მერანში" ითამაშებს 23 წლის ნახევარმცველი - ირაკლი საღარეიშვილი, რომელიც წლების წინ თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" ასპარეზობდა, წინა სეზონი კი ხონის "იმერეთში" გაატარა, სადაც 2018 წლის სეზონში 8 გოლი გაიტანა.
რაც
"მერანი" უახლოეს დღეებში კიდევ წარადგენს რამდენიმე ახალწვეულს.
მარტვილის "მერანმა" ახალი სეზონისთვის ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი დაიმატა
მომზადებულია "მერანის" Facebook-გვერდის მიხედვით