
დარციმელია კარიერის მანძილზე მარნეულის "ალგეთის", თბილისის "ლოკომოტივის", უკრაინული "სევასტოპოლის", უნგრეთის უმაღლესი ლიგის კლუბის - "ნირეგიჰაზას" და შვედური მეოთხე ლიგის კლუბის - "ჰარნოსანდის" ღირსებას იცავდა. სხვადასხვა წელს უთამაშია საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში.
აღსანიშნავია, რომ დარციმელია იყო იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომელიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მივიდა.
ჩვენი ინფორმაციით, "კოლხეთის" ღირსებას დაიცავს საზღვარგარეთ მოთამაშე კიდევ ერთი ფეხბურთელი - 21 წლის გიორგი
გოგოლაშვილი, რომელიც ასევე შვედურ "ჰარნოსანდსა" და ლატვიურ "სუპერ ნოვაში" ასპარეზობდა.
ორივე ფეხბურთელის დებიუტი შესაძლოა ეროვნული ლიგა 2-ის უახლოეს ტურში შედგეს.