ფოთის საფეხბურთო გუნდის "კოლხეთი 1913"-ის მთავარმა მწვრთნელმა პაატა მეტრეველმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ Sportall.ge-ს გუნდის მედია-ოფიცერმა გია ეჯიბიამ განუცხადა. მისი თქმით, მიზეზი ბოლოს გამართული სამი თამაშის წაგება გახდა.
"სამი თამაში "კოლხეთი 1913"- მა ზედიზედ წააგო, აქედან ორი გამანადგურებელი ანგარიშით. ფეხბურთელების და გულშემატკივრების მხრიდანაც იყო უკმაყოფილება, რასაც მისი თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა. ახალი მწვრთნელი უახლოეს დღეებში დაინიშნება"- აღნიშნა ეჯიბიამ .
პაატა მეტრეველი "კოლხეთი 1913"-ის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა.
მაიკო ძაგანია სპეციალურად საიტისთვის