ფაქტობრივად, გუნდი Facebook-ის საშუალებით შევქმენით - მიხეილ მახვილაძე "სამგურალიდან" წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს

AutoSharing Option
წყალტუბოს "სამგურალი" ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნდა და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მიხეილ მახვილაძე იყო, რომელმაც გუნდი კრიზისულ პერიოდში ჩაიბარა და საბოლოოდ, პლეი-ოფში მოახვედრა.

თუმცა, წყალტუბოური კლუბის წარმატების მიუხედავად, გუნდს მიხეილ მახვილაძე სეზონის ბოლომდე არ ხელმძღვანელობდა.

წამოსვლის მიზეზებზე Sportall.ge ქართველ მწვრთნელს ესაუბრა.

"სამგურალში" მუშაობა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან ამ ქალაქში დავიწყე ფეხბურთის თამაში. გუნდში მთავარ მწვრთნელად მისვლა ძალიან დიდი გამოწვევა იყო.

ვალსაც ვგრძნობდი ამ კლუბისა და ქალაქის მიმართ, მე ხომ ამ რაიონში ვარ დაბადებული და გაზრდილი.

გუნდში მუშაობა საკმაოდ
რთული გახლდათ მცირე ფინანსების გამო და მიუხედავად პრობლემებისა, მაინც სიამოვნებით დავთანხმდი.

სირთულეებს ყოველდღე ვაწყდებოდით. გუნდი, ფაქტობრივად, facebook-ის საშუალებით გავაკეთეთ და რატომღაც ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ "სამგურალის" შემდეგ ეტაპზე გადასვლაში მე და ჩემს მეგობრებს უდიდესი წვლილი გვაქვს.

ჩემ წამოსვლას რაც შეეხება, იყო რაღაც საკითხები, რაზეც ვერ შევთანხმდით. არ დავაკონკრეტებ, თუმცა ზოგჯერ დგება მომენტი, როცა შენს ადგილს ვეღარ ხედავ კონკრეტულ ადგილას.

შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დეტალებზე არ მინდა საუბარი. სიტუაციებში, სადაც პროფესიონალიზმს ვერ ვხედავ, მუშაობა მიჭირს.

წამოსვლის მიზეზს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს ვერ დავარქმევ. ბუნებრივია, ყოველთვის იყო განხილვები და უბრალოდ, ზოგჯერ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რაც პიროვნულ ხედვებსა და პროფესიონალიზმზე ჩემს წარმოდგენებს არ შეესაბამებოდა.

ჩემი გუნდში მისვლის დროს დიდი მოთხოვნები კლუბს არ ჰქონდა, მთავარი მიზანი ლიგა 3-ში დარჩენა იყო და ეს საქმეს მიადვილებდა. თუმცა ჩვენი სურვილები და სულისკვეთება მაინც ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინინაურებისკენ გახლდათ მიმართული და საბოლოოდ, "სამგურალმა" ეს შედეგი დადო."

alt"კოლხეთმა" ორი მატჩის ჯამში 0:9 წააგო! - ეროვნულ ლიგა 2-ს ახალი ბინადარი ჰყავს







მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმოუდგენელია პირდაპირ. ლიგა 3-ში რა უნდა უცხოელებს!
ამ დონეზე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. მორჩა და გათავდა.
ჯერი
16:55 13-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0