ეროვნული ლიგა. XX ტურის წინათქმა: ინტრიგა და ტემპერატურა

AutoSharing Option
სერიოზული გამოცდა ელოდებათ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მწვრთნელ-ფეხბურთელებს: XX ტურის მატჩები კი იწყება საღამოს საათებში, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვალავაც გვარიანად უნდა ცხელოდეს!

თუმცა, მეორე მხრივ, ამა თუ გუნდის ხელმძღვანელი თუ მწვრთნელი, საკუთარი გუნდის შესაძლო წარუმატებლობას, ძალიან დიდი ალბათობით, სწორედაც ჰაერის მაღალ ტემპერატურას დააბრალებს!

აბა, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ობიექტურ მიზეზებზე საუბარი ხომ "მოდაში" აღარ არის და ხანდახან უკვე მართლაც გვიკვირს ხოლმე, როცა ამა თუ იმ ხელმძღვანელის (გნებავთ, მწვრთნელისა თუ ფეხბურთელის)... ადეკვატურ განმარტებას ვეცნობით...

ასეა თუ ისე, საქართველოს
ჩემპიონატი გრძელდება და ჩვენც, ტრადიციულად, მოახლოებულ ტურზე უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, გამორჩეულად აღვნიშნავთ სატურნირო ინტრიგას, ისევე, როგორც ორ დერბის: იმერულსა და დედაქალაქურს!..

სამტრედია-ჩიხურა
იმერულ დერბიში" ძალიან ძნელია რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ და ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" დღესდღეობით 7 ქულით უსწრებს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ "ჩიხურას".

არც ის დაგვავიწყდეს, რომ 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის საჩემპიონე პლეი ოფის მონაწილეებმა მიმდინარე სეზონში ერთმანეთთან დაპირისპირებაში სამ-სამი ქულა აიღეს; ოღონდ, ორივემ სტუმრის რანგში იმარჯვა: I წრეში, სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა "ჩიხურამ" გიორგი კორიფაძის მარჯვენა ფლანგიდან (უცნაური ტრაექტორიით) გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა.

სამაგიეროდ, II წრეში, როცა საჩხერელთა გუნდი ზესტაფონში მასპინძლობდა "სამტრედიას", ამჯერად უკვე ქვეყნის ჩემპიონმა შესძლო 3 ქულის აღება. იმ მატჩში დუბლი შეასრულა "სამტრედიას" ცენტრფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა, თუმცა, გია ცეცაძის გუნდის შეტევის წინა ხაზზე ამჯერად სხვა თავდამსხმელს ვიხილავთ: 23 წლის კოტდივუარელმა ინტერს გიმ წინა ტურში, საქართველოს ჩემპიონატში თავის სადებიუტო მატჩში, დუბლი შეასრულა.

ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ამას საკადრო პრობლემები აღარ ჰქვია! თავად განსაჯეთ: ტრავმირებული სამი საკვანძო ფეხბურთელის (თეიმურაზ ღონღაძე, მამია გავაშელიშვილი, რატი არდაზიშვილი) გარდა, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი ამ დედაქალაქურ დერბიში კიდევ ოთხ (!) დისკვალიფიცირებულ მოთამაშეს (მათ შორის, გუნდის კაპიტან დავით უბილავას, მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი შეუცვლელად რომ ჩაატარა) მოისაკლისებს.

მოკლედ, მეკარის გარდა, მასპინძელთა შემადგენლობის, ფაქტობრივად, ყველა რგოლში სერიოზულ გადაადგილებებს უნდა ველოდოთ; არადა, "ლოკომოტივს" ვერაფრით დაუძლევია... საშინაო მოედნის ფაქტორი: 29 აპრილის მერე, გუნდმა ზედიზედ 4 საშინაო მატჩი წააგო!

ჰოდა, ასეთ სიტუაციაში, როგორი საქმეა, მართლაც მშვენიერ ფორმაში მყოფ "დინამოსთან" მატჩში წარმატებაზე იფიქრო? მით უფრო, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას, თავისი კოლეგისაგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში საქმე მართლაც ასარჩევად აქვს! ცალკე საუბრის თემაა "დინამოს" მორიგი შთამბეჭდავი სერია ამ სეზონში: ამ დედაქალაქურ დერბის გუნდი ზედიზედ 5 მოგებით ხვდება!

კოლხეთი-საბურთალო
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: "საბურთალოსთან" მატჩს ნომინალური "მასპინძლები", ფაქტობრივად, უდანაკარგოდ ხვდებიან. ანუ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელს გელა სანაიას არც ერთი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი რომ არ ეყოლება. მსგავსი რამ კი, მიმდინარე სეზონში, რაღაც არ გვახსენდება!

"კოლხეთისთვის" ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია: ფოთელთა გუნდს ხომ უკვე 5 მატჩია, არ მოუგია და ამის გამოც არის, პლეი აუტის ზონისათვის თავი რომ ვერაფრით დაუღწევია; თუმცა, "საბურთალოს" ხელმძღვანელობასაც (გნებავთ, მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც) არა გვგონია, რომ VI ადგილზე ყოფნა აკმაყოფილებდეთ.

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ეს გუნდი ვერაფრით ახერხებს სტაბილურად ასპარეზობას: მიმდინარე სეზონში ხომ მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა "საბურთალომ" ზედიზედ 2 მატჩის მოგება შეძლო (ისიც, ჩემპიონატის სტარტზე).

ამ ყველაფრის გარდა, გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილ გუნდს, წესითა და რიგით, სრულფასოვანი რევანშის სურვილიც ხომ უნდა ამოძრავებდეს: მიმდინარე სეზონში, ბევრისთვის მოულოდნელად, "კოლხეთმა" ორივე მატჩში მოუგო "საბურთალოს", არადა, ორივე ამ შეხვედრაში, წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად, თბილისური გუნდი მიიჩნეოდა...

დილა-დინამო (ბთ)
XX ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი გორში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს სატურნირო ცხრილის მეზობლები დაუპირისპირდებიან; ფაქტობრივად, "ექვსქულიანი მატჩია": მოიგებენ მასპინძლები და 5 ქულით ჩამოიტოვებენ კვლავაც პლეი აუტის ზონაში მყოფ ბათუმის "დინამოს".

აი, ფრის ან სტუმართა გამარჯვების შემთხვევაში კი, ამ გასავარდნ ზონაში სიტუაცია ძალიან დაიძაბება...

მეტოქეებმა სხვადასხვაგვარად განაახლეს ჩემპიონატი: III წრის სასტარტო ტურში ბათუმის "დინამომ", როგორც იქნა, ნავსი გატეხა და მშობლიურ ქალაქში გაიმარჯვა; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო კონსტანტინ ფროლოვის პირველი მოგება ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში, თანაც, უკრაინელ სპეციალისტს იმ მატჩში აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა...

აი, "დილა" კი უხვგოლიან მატჩში (2:4) სტუმრად დამარცხდა "ჩიხურასთან", თუმცა, გორელთა გუნდის ქომაგთათვის ერთი კარგი ამბავიც მოხდა: თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე მოედანს დაუბრუნდა "დილას" საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე და მიმდინარე სეზონში თავის პირველსავე მატჩში გოლიც გაიტანა.

ცალკე უნდა ვთქვათ "დილას" მთავარ მწვრთნელზეც: გიორგი დარასელია გორელთა გუნდში ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა!..

შუქურა-ტორპედო
2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული არ წყდებოდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ქობულეთის სტადიონის ხელოვნურსაფრიან მოედანზე ოფიციალური მატჩების გამართვა მიზანშეუწონელი იყო; ამ 3 წლის განმავლობაში რამდენიმე ფეხბურთელმა საკმაოდ მძიმე ტრავმაც მიიღო მაგ მოედანზე ასპარეზობისას და აი, გადაწყდა, რომ "ჩელე არენაზე" საფარი უნდა შეიცვალოს!..

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის მებრძოლი "შუქურა" თავის საშინაო მატჩებს მეზობელ ბათუმში ჩაატარებს. ვინ იცის, იქნებ, სწორედ ბათუმის სარაგბო სტადიონზე გატყდეს ნავსი და გიორგი შაშიაშვილის დამოძღვრილმა ქობულეთელთა გუნდმა, წლეულს პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვოს.

თუმცა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გვარიანად გადახალისებულ "შუქურას" ამ ტურში ძლიერი მეტოქე ჰყავს: კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედო" ხომ მიმდინარე სეზონში მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძვის და, საჩემპიონო ბრძოლაშიც, თბილისის "დინამოს", ფაქტობრივად, ერთადერთ კონკურენტად რჩება.

ეროვნული ლიგა. XX ტური
28 ივლისი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 18:00
სამტრედია-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
8: +3 =2 -3, 11-9
დისკვალიფიკაცია
შოთა კაშია (ჩიხურა)
I-II წრე 0:1, 2:1

29 ივლისი
თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 18:00
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
LIVE სილქ უნივერსალზე
ურთიერთშეხვედრები
45: +7 =12-26, 24-67
დისკვალიფიკაცია
დავით უბილავა, ირაკლი კომახიძე, ლევან ქურდაძე, ლაშა გვალია (ყველა ლოკომოტივი)
I-II წრე 1:0, 0:3

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 18:00
კოლხეთი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
6: +4 =0 -2, 8-12
I-II წრე 3:0, 2:1

30 ივლისი

გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 18:00
დილა-დინამო (ბთ)
LIVE I არხზე
ურთიერთშეხვედრები
51: +10 =14 -27, 35-76
დისკვალიფიკაცია
ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (დილა) - ზურაბ არზიანი, ნიკა მგელაძე (ორივე დინამო ბთ)
I-II წრე 0:1, 3:2

ბათუმი. რაგბი არენა. 20:00
შუქურა-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
10: +3 =4 -3, 12-12
დისკვალიფიკაცია
მერაბ გიგაური, ლევან კუტალია (ორივე შუქურა)
I-II წრე 1:1, 0:1

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
დინამო ერთადერთია წლევანდელ ჩემპიონატში რომელსაც შეიძლება პროფესიონალი გუნდი ეწოდოს. ყველა დანარჩენი სამოყვარულო გუნდებია როგორც შემსრულებლებზე მაქ ლაპარაკი ისე მენეჯმენტზე...
VAKHTANG LOBZHANIDZE
29 ივლისი 2017 04:03
0
ჩემი აზრით დინაამო მოიგებს ხვალ ლოკომოტივს და ტორეპედოს გაასწრებს 9 ქულით მე მგონია მასე მთავარი კონტრ შეტევაზე ითამაშოს
gura
28 ივლისი 2017 19:12
0
gamodis evrotasebze kvelaze girseulad hixura gamosula, samarcxvinod ar caugia gunds.
S.P
28 ივლისი 2017 16:46
0
gorshi dzlivs ganateba gaaketes da ar rtaven bevr dens dawvavso.d.d.
gori
28 ივლისი 2017 16:15
0
hxeto dzlieri mcvrtnelia magram mgzavrobam dagala gundi ras izam.
herez iaponiit gafrindnen da ise havidnen slovakethi.16 saati imgzavres cota xom araa?
. . . . .
28 ივლისი 2017 16:10
0
vaxtangi magari bogma xar fexgburtis azrze ar xar
torpedo
28 ივლისი 2017 16:06
0
ჰაჰა, კი არა ჩემო ვახტანგ
ვაი, რომ საქართველოს ჩემპიონატის გუნდებს მაგ 8-1ით წაგებული გუნდიც რომ ყოფნის თავის მწვრთნელიანად.
ეეჰ
პატივისცემით ქუთაისიელი
vakhtangs
28 ივლისი 2017 16:03
0
naxet rashveba altaxii genkmac ver mougoo da tqven idzaxit sachxerem rato ver mougovoo///... aricit pexburtii
jurnalistebo nu aawrialet yvelaperi
28 ივლისი 2017 15:19
0
ჰაჰა "შუქურას ძლიერი მეტოქე ყავსო" - ეგ ის ძლიერი მეტოქეა სუსტ გუნდთან 8-1 რო განადგურდა) მათ აქვთ საჩემპიონო ამბიციები???იგივე სასტავით და იმავე ტრენერით?!
Vakhtang Lobzhanidze
28 ივლისი 2017 12:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული