"პორტუს" ყოფილი მცველი ქობულეთის "შუქურას" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურა" ეროვნული ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერია - ჩემპიონატის დასრულებამდე 15 ტურით ადრე გიორგი შაშიაშვილის გუნდს მხოლოდ 8 ქულა აქვს და მეცხრეადგილოსან ფოთის "კოლხეთს" 11 ქულით ჩამორჩება. ამ ტურში სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს...

პირველი წრის დასრულების შემდეგ "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე უიმედოდ იყო და "ლელოსთან" პესიმისტურ განწყობას არ მალავდა - გუნდის გავარდნას წინ ვეღარაფერი დაუდგება და დროა, გაახალგაზრდავება და შემდეგ სეზონზე ფიქრი დავიწყოთო...

ძნელი სათქმელია, რა მოხდა ამის შემდეგ, მაგრამ ფაქტია - ქობულეთური კლუბის თავკაცს იმედი დაუბრუნდა და გადაწყვიტა, ეროვნულ
ლიგაში დასარჩენად ბოლომდე ებრძოლა, რაც, პირველ რიგში, გუნდის გაძლიერებას გულისხმობს. საამისოდ, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

აი, გუშინ მორიგი სიახლეც შევიტყვეთ - კლუბის მენეჯერმა დავით ქარაულმა გვითხრა, რომ "შუქურაში" კიდევ ერთი ლეგიონერი მიიყვანეს. ეს არის 28 წლის მარცხენა მცველი სტეფან აგბრე დასე.

მან კარიერა 2006 წელს, "პორტუს" 19-წლამდელთა შემადგენლობაში დაიწყო, რომლის მთავარ გუნდშიც 2008 წელს გადაიყვანეს. მაგრამ ისე მოხდა, რომ ოფიციალურ შეხვედრებში დასეს პორტუგალიური გრანდის ფორმა ერთხელაც არ მოურგია.

მან მთელი კარიერა პორტუგალიაში გაატარა - "პორტუდან" იჯარით გაუშვეს "ოლიანენსეში", სადაც კარგი სეზონის შემდეგ გამოისყიდეს. უთამაშია ასევე "პენაფიელში" (2010-11), ლისაბონის "ატლეტიკოში" (2011-12), "აროუკაში" (2012-14), "უნიაო მადეირაში" (2014-15), "შავეშში" (2015-16), რის შემდეგაც თავი სეგუნდა ლიგის "აკადემიკაში" ამოჰყო.

კოტ დ'ივუარში დაბადებულმა მცველმა ბურკინა ფასოს მოქალაქეობა მიიღო და მისი ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახლდათ, ხოლო 2009-10 წლებში ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფორმით 2 შეხვედრა ჩაატარა. დებიუტი დასეს 2009 წლის 28 მარტს ჰქონდა, როცა მუნდიალის შესარჩევ ციკლში ბურკინა ფასო გვინეას შეხვდა. 2012 წლის შემდეგ დასეს ნაკრებში აღარ იძახებენ.

"დასეს 1-ელ ივნისს დაუსრულდა კონტრაქტი "აკადემიკასთან". სხვათა შორის, მან ბოლო სეზონში 29 შეხვედრა ჩაატარა და შეუცვლელი მოთამაშეც იყო, მაგრამ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდა და ამიტომ წამოვიდა, თორემ "აკადემიკას" მისი დატოვება სურდა. ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდა და ჩვენს წინადადებას დათანხმდა.

საინტერესოა, რომ დასემ პორტუგალიაში თამაშის პერიოდში 150-მდე შეხვედრა ჩაატარა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ ვერ მოხვდა", - ამბობს ქარაული.

მისივე თქმით, აფრიკელი ლეგიონერი უკვე ქობულეთშია, "შუქურასთან" კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს კიდეც.

ქარაულმა კიდევ ერთი სიახლე გაგვიმხილა:
"მცირე ხნის წინ დავაფუძნე საერთაშორისო სააგენტო, კოტდივუარელებთან და ბრაზილიელებთან ვთანამშრომლობ და მიმაჩნია, რომ ქართული კლუბები ძალიან საინტერესო მოთამაშეებით შეიძლება მოვამარაგოთ. აფრიკასა და ბრაზილიაში ტალანტების "საბადოა" და ჩვენმა გუნდებმა ამ კავშირებით უნდა ისარგებლონ".

ის ამბობს, რომ "პორტუს" ექსმცველის ჩამოყვანა სწორედ ამ კავშირების დამსახურებაა:

"მას გარდა, ფეხბურთელი ჩამოვიყვანე ბათუმის "დინამოშიც". ეს არის 17 წლის უნიჭიერესი საყრდენი ნახევარმცველი იუსუფ ტურე, რომელიც თავისი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. კოტ დ'ივუარის ნაკრების ცნობილმა ნახევარმცველმა ჟერვინიომ სამშობლოში საფეხბურთო აკადემია დააფუძნა და ტურე სწორედ ამ აკადემიის აღზრდილია.

Sportall.Ge

ეს ბიჭი ნამდვილი ტალანტია. ჰკითხეთ ბათუმელებს, როგორი შთაბეჭდილება დატოვა ამ 17 წლის ბიჭმა. ტურე 18 წლის 2 იანვარს გახდება. ამიტომ ჯერ პროფესიული კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს. ამიტომ ბათუმის "დინამომ", ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, მიმართა ფიფას, რათა იუსუფ ტურეს პროფესიული კონტრაქტის გაფორმების უფლება დართოს.

მან ჩემს სააგენტოსთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იმედია, ბათუმის "დინამოში" მალე ჩაირიცხება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქარაულს ფეხებზე კიდია ქართული ფეხბურთი.ფულის საკეთებელი სააგენტო დაუარსებია.ქართულ ფეხბურთს იმიტომ ვგულშემატკივრობ,რომ ჩემიანის გამარჯვება მიხარია.თუ უცხოელებით უნდა გაავსოთ,რაღა მაგათ ვუყურო და ვიღაცეებში ვიხადო ფული,ტელევიზორში ვუყურებ ბარსელონას,მადრიდს,მანჩესტერს დ.ა.შ. ვისიამოვნებ მაინც და არც ნერვები დამაწყდება.მაგათი ყიდვის ფული ბავშვების აღრზდას მოახმარეთ.ცოტა მეტი დრო დაჭირდება,მაგრამ ქართული ფეხბურთი განვითარდება.თქვენი პოლიტიკით ცარიელ სტადიონებზე მოგიწევთ თამაში და მერე ბიუჯეტიდანც ვეღარ მიიღებთ დაფინანსებას,რადგან ხალხი წავა წინააღმდეგი.
3
სად დაიჭირეს რომელ აეროპორტში
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული