ეროვნული ლიგა. XXII ტური. "ლოკო"-"ტორპედო" ჩხუბის გამო ჩაიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ, ტრიბუნებზე არეულობის გამო შეწყდა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრის 85-ე წუთზე, როდესაც "ლოკომოტივი" ირაკლი სიხარულიძის დუბლით იგებდა (2:0), გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან პიროტექნიკის სროლა დაიწყეს. არბიტრმა თამაში შეაჩერა, რის შემდეგაც გულშემატკივრებს შორის არეულობა დაიწყო. საბოლოოდ, შეხვედრა შეწყდა.

მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ ტორპედოს ფანებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ მატჩზე დასწრება შინაც და გარეთაც. არც მოგება იციან არც წაგების გადატანა. სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდათ მაგათ
2
მანამ,ლევან დანელია იქნება ტორპედოს გულშემატკივრების ლიდერი,მანამ სანამ მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი მისი გავლენის ქვეშ იქნებიან,კადრებს დააკომპლექტებინებენ და ასე შემდეგ..მანამდე იქნება ეს მარაზმი ტორპედოში..სირცხვილა!ყველამ კარგად იცის ყველაფერი ბატონო ზაალ!
martali
13:43 12-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული