დეკანოსიძე საკმაოდ წარმატებული მოთამაშე იყო, სამწვრთნელო საქმიანობა კი 2013 წელს, რუსთავის "მეტალურგში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო. ერთი წლის შემდეგ "საბურთალოში" მიიწვიეს და ჯერ აკადემიის ახალგაზრდული სექტორის კოორდინატორობა ჩააბარეს, მერე კი იმავე აკადემიის დირექტორიც გახდა.
2017 წელს დეკანოსიძე "დილაში" გადავიდა, სადაც გორელთა ყოფილი დამრიგებლის, ებრაელი ზივ არიეს თანაშემწე გახლდათ, ხოლო ამ უკანასკნელის წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის სტატუსით გუნდი სათამაშოდ ორჯერ გაიყვანა. მაგრამ დეკანოსიძემ
ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ და სპორტულმა დირექტორმა სოსო გრიშიკაშვილმა წარუდგინეს.
გუნდს შეუერთდებიან მეკარე დავით ლეგაშვილი და თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძეც, ხოლო მცველი ოლეგ ტოლმასოვი თელავში 16 აგვისტოს ჩავა, ისევე, როგორც ფირუზ მარაქველიძე, რომელიც ტრავმირებული იყო და რამდენიმე დღეში გუნდთან ერთად განაახლებს ვარჯიშს.
"მე მაქვს ჩემი პრინციპები და ხედვები, არჩეული გზიდან არასოდეს გადამიხვევია და ერთმანეთის გვერდში დგომით, დარწმუნებული ვარ, შედეგს მივაღწევთ", - ამბობს დეკანოსიძე.
გუნდი თბილისურ შეკრებას დღეს ამთავრებს. ჩემპიონატის განახლებამდე გუნდი ამხანაგურ შეხვედრებსაც გეგმავს და პირველ სპარინგს, სავარაუდოდ, 19 აგვისტოს გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"