მიუხედავად იმისა, რომ "შევარდენი" რამდენიმე გამოცდილმა მოთამაშემ დატოვა, გუნდმა აღმოსავლეთის "თეთრ" ჯგუფში უშუალო კონკურენტი "თელავი" 2:0 დაამარცხა და ჯგუფის ჩემპიონი გახდა. ახლა კი თბილისელებს ეროვნულ ლიგა 2-ში გადასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლები ელით და ამიტომაც მიიწვიეს მწვრთნელი, რომელსაც უმაღლეს ლიგაში უმუშავია.
შეგახსენებთ, რომ კიკნაძე იყო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი (10 მატჩი, 1 გოლი). უთამაშია თბილისის "დინამოში", ქუთაისის "ტორპედოში", "სამსუნსფორში", "ფრაიბურგში", თბილისის "სპარტაკსა" და "ლოკომოტივში", მაგრამ წელის ტკივილის გამო
იმავე ზამთარაძესთან ერთად, კიკნაძემ 2007 და 2011 წლებში "ტორპედოში" იმუშავა, ხოლო 2007-10 წლებში - თბილისის "ლოკომოტივში". დამოუკიდებლად მხოლოდ ბოლნისის "სიონში" საქმიანობდა, მაგრამ 2013 წლის ივნისში დანიშნული გუნდს ოქტომბერში დაემშვიდობა.
მას შემდეგ მუშაობდა თბილისის "ლოკომოტივის" ტექნიკურ დირექტორად, ფეხბურთის ფედერაციაში, მაგრამ სამწვრთნელო საქმიანობა იზიდავდა, "შევარდენი 1906-ის" წინადადებასაც ამიტომ დათანხმდა.
"მიხარია, რომ "შევარდენი 1906-ში" ნდობა გამომიცხადეს. გუნდს ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლა სურს და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მუშაობა ამ მიზანს რეალობად აქცევს. მთავარი ისაა, რომ კლუბში მოწესრიგებულია საკონტრაქტო და სავარჯიშო პირობები. წლის ბოლომდე ვითანამშრომლებთ და მერე ხელახლა დავილაპარაკებთ", - ამბობს კიკნაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"