რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ვეტერანმა, წარსულში თბილისის "დინამოს", საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მწვრთნელმა, 72 წლის რევაზ ძოძუაშვილმა ტყიბულის "მეშახტე" ჩაიბარა.

ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული 24 ტურის შემდეგ "მეშახტემ" მხოლოდ 14 ქულა დააგროვა, 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია. სწორედ ეს გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი.

ძოძუაშვილმა შეცვალა გიორგი ჭელიძე, რომელიც მანამდე "საბურთალო 2-ისა" და "შევარდენი 1906-ის" დამრიგებელი გახლდათ.

2014 წელს ძოძუაშვილმა დატოვა ქუთაისის "ტორპედო", ხოლო შარშან რეგიონული ლიგის ბინადარ სოხუმის "დინამოში" იმუშავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა წევიდაა თამაშების გაყიდვა და ფულის წერა))))
Jeko
01:29 05-09-2017
0
წარმატებებს გისურვებ ბატონო რევაზ, ქართული ფეხბურთის საამაყო ვეტერანო და დიდო კაცო.
gizog
14:58 07-09-2017
0

სიახლეები პოპულარული