რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ვეტერანმა, წარსულში თბილისის "დინამოს", საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მწვრთნელმა, 72 წლის რევაზ ძოძუაშვილმა ტყიბულის "მეშახტე" ჩაიბარა.

ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული 24 ტურის შემდეგ "მეშახტემ" მხოლოდ 14 ქულა დააგროვა, 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია. სწორედ ეს გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი.

ძოძუაშვილმა შეცვალა გიორგი ჭელიძე, რომელიც მანამდე "საბურთალო 2-ისა" და "შევარდენი 1906-ის" დამრიგებელი გახლდათ.

2014 წელს ძოძუაშვილმა დატოვა ქუთაისის "ტორპედო", ხოლო შარშან რეგიონული ლიგის ბინადარ სოხუმის "დინამოში" იმუშავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სირცხვილია სოხუმი და ცხინვალი რომ არ გვყავს. სოხუმის დინამო რეგიონალლიგაში სირცხვილია. ვერ ხედავთ აზერბაიჯანი ყარაბაღს აფინანსებს და ევროპა ლიგის ჯგუფებში ათამაშებს. ჩვენ კიდევ აი ასრ გბიყვარს ჩვენი ქვეყანა.
ვინმემ ამიხსნას, თბილისის მერანის დაფინანსება რა აზრი აქვს? რა გუნდია , არა ტრადიცია, არა არაფერი..სოხუმი გააკეთეთ მაგ მოთამაშეებით და ამოიყვანეთ ეროვნულ ლიგაში!!
გენა
06 აგვისტო 2020 15:03
0
წარმატებებს გისურვებ ბატონო რევაზ, ქართული ფეხბურთის საამაყო ვეტერანო და დიდო კაცო.
gizog
07 სექტემბერი 2017 14:58
0
ამათ აწი ძოძუაშვილი კი არა ვერ უშველის მამაზეციერი :)
butros butros gali
05 სექტემბერი 2017 11:40
1
აბა წევიდაა თამაშების გაყიდვა და ფულის წერა))))
Jeko
05 სექტემბერი 2017 01:29
0

სიახლეები პოპულარული