ანგარიში "ლოკომოტივმა" უკვე მე-6 წუთზე ვატო არველაძის გოლით გახსნა, 23-ზე თავი გიორგი გოროზიამ გამოიჩნა, ტაიმის მიწურულს კი - გიორგი დიასამიძემ (45). აღსანიშნავია, რომ 43-წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან გილერმე მორასი გააძევა.
შესვენების შემდეგ "დილამ" სხვაობის შემცირება ორჯერ მოახერხა და ორივე შემთხვევაში ავტოგოლი დაფიქსირდა: 54-ე წუთზე ამ მხრივ "რკინიგზელი" მამუკა კობახიძემ გამოირჩა, 85
ამ გამარჯვებით გიორგი დევდარიანის გუნდმა 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. გორის "დილა" 25 ქულით მე-8 პოზიციაზე რჩება.
შეგახსენებთ, რომ ტურის ორი შეხვედრა გუშინ, 8 სექტემბერს ჩატარდა. "სამტრედიამ" სტუმრად ფოთის "კოლხეთს" ანგარიშით 3:1 სძლია, ხოლო ქუთაისში "ტორპედო" საჩხერის "ჩიხურასთან" 0:2 დამარცხდა.
დღესვე მოგვიანებით თბილისის "დინამო" ქობულეთის "შუქურას" მიიღებს. "დინამო არენაზე" მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.