სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში, "სამტრედიამ" თბილისის "ლოკომოტივი" 2:1 დაამარცხა. გარკვეულწილად, ეს ალბათ ლოგიკურიც იყო, რადგან მოქმედი ჩემპიონის ორმა საყრდენმა ნახევარმცველმა ორივე გუნდის წევრებს შორის ყველაზე მეტი ირბინა.

- სამტრედია-ლოკომოტივი 2:1 - გაქცევა 9 ქულით [VIDEO]

ეს გუშინ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან შევიტყვეთ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ მატჩის დროს პირველად გამოიყენეს თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული "პოლარის სისტემა".

მიღებული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, ხსენებულ შეხვედრაში ყველაზე დიდი მანძილი სამტრედიელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა დაფარა
- 11,6 კმ. მასვე ეკუთვნის სპრინტების ყველაზე მეტი რაოდენობა - 67. დათუნაიშვილზე ოდნავ ნაკლები მაჩვენებელი (11,54 კილომეტრი) "სამტრედიის" მეორე საყრდენ ნახევარმცველს, გიული მანჯგალაძეს ჰქონდა.

სტუმართა შორის 11,19 კილომეტრით გამორჩეული ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე აღმოჩნდა და ამის გაცნობის შემდეგ ლოგიკური ხდება, რატომ გააქვს ყველაზე მეტი 27 წლის თავდამსხმელს - ვინც მეტს მოძრაობს, მცველებს და მეკარეს ყველაზე მეტ პრობლემებსაც ის უქმნის, დამდგარი მოთამაშე ვერაფერს გახდება.

"ზოგადად,  ვიცოდი, ბევრს რომ დავრბოდი, მაგრამ კარგია, ზუსტი მონაცემები რომ გავიგე მეც, გულშემატკივრებმაც და იმ კრიტიკოსებმაც, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველი ფეხბურთელები ზარმაცები არიან, მოძრაობა გვეზარება და დავღოღავთ.

დარწმუნებული ვარ, კარგ საფარზე რომ გვეთამაშა, მინიმუმ, კილომეტრით მეტი მაინც დამიფიქსირდებოდა.

საერთოდ, პრობლემა სისტემურია და არა - ჩვენი სიზარმაცე. დიდ ფეხბურთს დიდი ფული უნდა. შემთხვევითი იყო, აზერბაიჯანელებთან თურქი მსაჯი რომ დაგვინიშნეს? ან 10 წუთში სამი ყვითელი ბარათი რასაც ნიშნავდა, კარგად მივხვდით", - ამბობს დათუნაიშვილი.

მომდევნო ტურში "პოლარის სისტემა" "ტორპედო" - "დინამოს" შეხვედრაში დაითვლის ფეხბურთელთა მონაცემებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგია და ასე გააგრძელეთ... საინტერესოა სპრინტად 1 მეტრის სწრაფად გარბენაც ითვლება თუ რაღაც გარკვეული მანძილის გარბენის შემდეგ ითვლება სპრინტად... დანარჩენების შედეგებიც დადეთ და მათაც სტიმული მიეცემათ შემდეგში უფრო მეტი რო იმოძრაონ...
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
14:39 19-09-2017
0
სხვებს რა შედეგი აქვტ ის დაწერეტ ანუ მასა გვაინტერესებს.ტავს ნუ ვიტყუებთ.მთავარია სპრინტი რამდენი იყო.
kkkk
12:17 19-09-2017
0

სიახლეები პოპულარული