სიახლე: პოლარის სისტემა - ვინ რამდენს დარბის ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 26-ე ტურში, "სამტრედიამ" თბილისის "ლოკომოტივი" 2:1 დაამარცხა. გარკვეულწილად, ეს ალბათ ლოგიკურიც იყო, რადგან მოქმედი ჩემპიონის ორმა საყრდენმა ნახევარმცველმა ორივე გუნდის წევრებს შორის ყველაზე მეტი ირბინა.

- სამტრედია-ლოკომოტივი 2:1 - გაქცევა 9 ქულით [VIDEO]

ეს გუშინ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან შევიტყვეთ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ მატჩის დროს პირველად გამოიყენეს თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული "პოლარის სისტემა".

მიღებული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, ხსენებულ შეხვედრაში ყველაზე დიდი მანძილი სამტრედიელთა კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა დაფარა
- 11,6 კმ. მასვე ეკუთვნის სპრინტების ყველაზე მეტი რაოდენობა - 67. დათუნაიშვილზე ოდნავ ნაკლები მაჩვენებელი (11,54 კილომეტრი) "სამტრედიის" მეორე საყრდენ ნახევარმცველს, გიული მანჯგალაძეს ჰქონდა.

სტუმართა შორის 11,19 კილომეტრით გამორჩეული ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე აღმოჩნდა და ამის გაცნობის შემდეგ ლოგიკური ხდება, რატომ გააქვს ყველაზე მეტი 27 წლის თავდამსხმელს - ვინც მეტს მოძრაობს, მცველებს და მეკარეს ყველაზე მეტ პრობლემებსაც ის უქმნის, დამდგარი მოთამაშე ვერაფერს გახდება.

"ზოგადად,  ვიცოდი, ბევრს რომ დავრბოდი, მაგრამ კარგია, ზუსტი მონაცემები რომ გავიგე მეც, გულშემატკივრებმაც და იმ კრიტიკოსებმაც, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველი ფეხბურთელები ზარმაცები არიან, მოძრაობა გვეზარება და დავღოღავთ.

დარწმუნებული ვარ, კარგ საფარზე რომ გვეთამაშა, მინიმუმ, კილომეტრით მეტი მაინც დამიფიქსირდებოდა.

საერთოდ, პრობლემა სისტემურია და არა - ჩვენი სიზარმაცე. დიდ ფეხბურთს დიდი ფული უნდა. შემთხვევითი იყო, აზერბაიჯანელებთან თურქი მსაჯი რომ დაგვინიშნეს? ან 10 წუთში სამი ყვითელი ბარათი რასაც ნიშნავდა, კარგად მივხვდით", - ამბობს დათუნაიშვილი.

მომდევნო ტურში "პოლარის სისტემა" "ტორპედო" - "დინამოს" შეხვედრაში დაითვლის ფეხბურთელთა მონაცემებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგია და ასე გააგრძელეთ... საინტერესოა სპრინტად 1 მეტრის სწრაფად გარბენაც ითვლება თუ რაღაც გარკვეული მანძილის გარბენის შემდეგ ითვლება სპრინტად... დანარჩენების შედეგებიც დადეთ და მათაც სტიმული მიეცემათ შემდეგში უფრო მეტი რო იმოძრაონ...
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
19 სექტემბერი 2017 14:39
0
სხვებს რა შედეგი აქვტ ის დაწერეტ ანუ მასა გვაინტერესებს.ტავს ნუ ვიტყუებთ.მთავარია სპრინტი რამდენი იყო.
kkkk
19 სექტემბერი 2017 12:17
0
მართალია, ყველა თამაშზე უნდა გაიზომოს ეგ სტატისტიკა და ასევე საინტერესო იქნებოდა ევროპის მაგალითბეის მოყვანაც, ანუ საშუალოდ რამდენს დარბიან მაგალითად: ესპანეთში, გერმანიაში, ლატვიაში, ავსტრიაში, დანიაში...
ფეოლა
19 სექტემბერი 2017 11:30
0
ეს დათუნაიშვილი კარგი ბიჭია. შენ კი დარბიხარ მაგრამ მთელი გუნდის მონაცემი უნდა დაიდოს და გამოჩნდება ვიზე იძახის გულშემატკივარი დაღოღავსო :) ასე 2-3 კაცის მონდომებიტ და თავდადებით შედეგს ვერ დავდებთ, სასურველია მთელი გუნდის მონაცემი იყოს მაღალი.
dave
19 სექტემბერი 2017 11:30
0
გუნდში თუ 4 კაცი დარბის 10 კმ-ზე მეტს, დანარჩენები ნაკლებს ვერ ირბენენ მეკარისა და უკან ჩატოვებული 2 საყრდენი მცველების გარდა. ასე რომ, პრინციპში ცუდი მონაცემები არ იქნება ისეთი მატჩებისათვის როგორსაც სამტრედია,საბურთალო, ლოკო, ტორპედო,დინამო ატარებეენ ძირითადში, მაგრამ მეტოქის აქტიურობაზეც ბევრია დამოკიდებული.
Олег
19 სექტემბერი 2017 12:11
0
უაღრესაად შეშფოთებული ვიყავი, მაგრამ ახლა სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ნუთუ საქართველოს ჩემპიონატის თამაშში 11.5 კმ-ს დარბიან ფეხბურთელები? ეს ძალიან კარგი შედეგი არის! ვეთანხმები სიხარულიძეს, მართლაც დაუნდობლობა არის ფეხბურთელების ასეთ საფარზე თამაში როგორიც სამტრედიას აქვს! უნდა აიკრძალოს ასეთი საფარები!
ლუკა
19 სექტემბერი 2017 11:29
0
ყველა თამშში რომ გაზომო, გუნდებმა უნდა შეიძინონ და მაგათ კიდე მარტო ხელფასებში უნდათ ფულის გადაყრა და არა ასეთ საჭირო რამეებში (რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ). ეს კი ფედერაციის წამოწყებაა, რაც მისასალმებელია. იმედია საბოლოოდ ყველა გუნდი, სასურველია ლიგა1 და ლიგა2-ში მაინც ისარგებლებს ამ პროგრამით
dave
19 სექტემბერი 2017 11:27
0
ეს რა უბეუდრებაა ტურში მხოლდო 1 მატჩის გაზომვა?ადექით და ყველა მატჩს დააკვირდით,ამაში ფულის გაადხდა მართლა ღირს.
ისევ მახინჯი გზით მივდივართ....
Jango
19 სექტემბერი 2017 11:10
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული