"ზუგდიდი": ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ "ზუგდიდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. 8 სექტემბერს, ზედა ეწერის ცენტრალურ სტადიონზე გუნდმა "გაგრასთან" 0:2 წააგო. ამ მატჩის შემდეგ დავით მახარაძემ პოსტი ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

გასულ უქმეებზე "ზუგდიდმა" "ცხინვალთან" თამაშიც დათმო (0:3) და ეროვნულ ლიგა 2-ში ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესა: 26 ტურის შემდეგ 17 ქულა დააგროვა, 10-გუნდიან ლიგაში მე-9 ადგილზეა და აუტსაიდერ ტყიბულის "მეშახტეს" მხოლოდ 3 ქულით უსწრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ლიგა 2-დან გავარდნაც რეალურია.

მახარაძე "ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად ჩემპიონატის პირველი ნახევრის
დასრულების შემდეგ დანიშნეს, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოახერხა. "ცხინვალთან" შეხვედრამდე კი გუნდს მამუკა ჭაჭუა და ბორის გეგუჩია ავარჯიშებდნენ.

შევიტყვეთ, რომ კლუბის უფროსობა მახარაძის შემცვლელად კონკრეტულ ვარიანტს განიხილავს. მოლაპარაკება დაწყებულია და "ზუგდიდის" ახალ მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, დღესვე წარადგინონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუგდიდსჰი ფებურტი ვინმეს აინტერესებს საერტოდ?იქ მიდის გაქანებული კორუფცია და ფულის გატეტრება,ერტადერტი ვინც ფეხბურტი ცაცია ცინ ზუგდიდსჰი ეს იყო ჭეჯია მალხაზი და კინაგამ სჰეჰამეს კაცი მაფიოზებმა.
bajo
19:42 20-09-2017
0

სიახლეები პოპულარული