პირველი ჩინელი ფეხბურთელი საქართველოში - "შუქურაში" ჩინური კომპანია მოდის

AutoSharing Option
"შუქურასა" და "დილას" შეხვედრისას აღმოვაჩინეთ, რომ მასპინძელთა განაცხადში 19 ნომრით ჰან ტიან ლინი იყო. ის "შუქურას" ახალწვეულია და დავინტერესდით, ვინ არის, საიდან და ასე შემდეგ.

დავაზუსტეთ, რომ ლინი ჩინელია და გუნდმა ახლახან პორტუგალიის რეგიონული ლიგის გუნდიდან, "ტურიზენზედან" დაიმატა. 1996 წლის 5 დეკემბერს დაბადებული მოთამაშე ამპლუით ნახევარმცველია.

საინტერესოა, რომ აქამდე საქართველოში ჩინელს არ უთამაშია - ინფორმაცია, თითქოს, ერთი ლეგიონერი ამ ქვეყნიდან "თბილისში" თამაშობდა, არასწორია - თბილისელთა მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ცაკარიასმა სამხრეთ კორეის ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ჩამოიყვანა.

პორტუგალიაში ჰან ტიან
ლინს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და საქართველოში ამ მიზნით ჩამოვიდა. მაგრამ ქობულეთში ჩინური ტრანსფერები ამით არ აღსრულებულა, რაც "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გვითხრა.

"ჰან ტიან ლინის კანდიდატურა რომ შემოგვთავაზეს, დავინტერესდით, ვნახეთ და საკმაოდ ნორმალური და საინტერესო მოთამაშე აღმოჩნდა - ვერცხლისწყალივით მოძრავი საყრდენია და დავიტოვეთ.

მომავალ კვირას კიდევ ერთი ჩინელი დაგვემატება. ის მარჯვენა ფლანგის შემტევია და ქობულეთში უკვე ჩამოსულია, მაგრამ ჯერ განაცხადში ვერ შევიყვანეთ და მის ტრანსფერს ველოდებით" , - ამბობს ჩელებაძე.

მან საინტერესო სიახლე გაგვანდო:

"დიდი ხანია სპონსორებს და პარტნიორებს ვეძებ. არაერთხელ გამცრუებია იმედი, მაგრამ ახლა გამოჩნდა ჩინური კომპანია, რომელიც პარტნიორობით დაინტერესდა - დავრჩებით ეროვნულ ლიგაში თუ ლიგა 2-ში გადავინაცვლებთ, ეს კომპანია გვერდში დაგვიდგება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
daanebet tavi am ...napovn legionerebs atasshi ertxel normalurebs ishovit da imat ver ishnovebt da ver uftxildebit da gagirbian da dasdevt mere 200 Solaris fexburtelebs
Shako
23 სექტემბერი 2017 04:13
0
იაფად თამაშობს?
SS
20 სექტემბერი 2017 23:01
0
shashiashvili sad ipove chele bizia?? gana sheizleba bavshta mtvrneli pro1 ligashi??
rezo
20 სექტემბერი 2017 15:41
1
სათამაშო პრაქტიკა არ ქონდა პორტუგალიაში, მაგრამ ვერცხლისწყალივით მოძრავი ფეხბურთელია. სათადარიგოთა სკამზე მოძრაობდა ვერცხლისწყალივით? არ არის ასეთი არშემდგარი კლუბის ადგილი უმაღლესში. მოაწესრიგეთ კლუბი, სტადიონი, მენეჯმენტი, მონახეთ სპონსორი და მერე მოინდომეთ ადგილი ელიტაში.
ლუკა
20 სექტემბერი 2017 14:29
2
masaji mokveba chele?))))))
!!!!!
20 სექტემბერი 2017 14:23
0
რევაზ ბატონო, როგორ ხეირიანადაც ეძებ ისე ხეირიანად ნახულობ, რასაც თესავ იმას იმკი. უფასო ფულის ძებნაში მთელი ქვეყანა იხდის ფულს ამ შენს "მცდელობებში" იქნებ კმარა ექსპერიმენტები?
Олег
20 სექტემბერი 2017 14:17
0
მოკლედ,საქარტველოს მალე ჩინელები,თურქები,არაბები და ინდოელები გაიკოფენ.აქამდე მოვედით მაგათ გარეშე და ახლა რატომ ვერ ვუვლით ქვეკანას.
cira eradze
20 სექტემბერი 2017 13:56
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული