13:33 02-10-2017
დილა-ჩიხურა 1:0 - ჩაქრა და ჩაეხსნა [VIDEO]
AutoSharing Option
დარასელიამ, რომელმაც ამჟამად მის ხელთ არსებული კონტინგენტიდან ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო, საჩხერელებთანაც იმ შემადგენლობით ითამაშა, როგორც - "სამტრედიასთან" მოგებულ მატჩში. მეტიც - შეცვლაზეც კი ის ფეხბურთელები შევიდნენ, რომლებიც წინა თამაშშიც ვიხილეთ.
ასე არ მოქცეულა სოსო ფრუიძე. ბოლო მოგებული მატჩისგან განსხვავებით, "ჩიხურაში" რამდენიმე გადანაცვლება მოხდა.
თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მონდომება არც სტუმარს აკლდა და არც - მასპინძელს. თუმცა სახიფათო მომენტებამდე პირდაპირ გოლი ვნახეთ. მე-15 წუთზე თენგიზ წიქარიძის მიერ საშუალო დისტანციიდან ძლიერად დარტყმული ბურთი დინო ჰამზიჩმა უკუაგდო, მაგრამ ირაკლი ძარიას მიერ დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა - 1:0.
სტუმრები იერიშებს ფლანგებზე შლიდნენ და იქიდან კარის გასწვრივ ჩაწოდებით აპირებდნენ ფონს გასვლას. გიორგი გაბედავა ცდილობდა, დასწრებაზე ეთამაშა და გოლი გაეტანა, მაგრამ ხან მცველებმა არ მისცეს ამის საშუალება და ხანაც თავად დააკლდა სიზუსტე დარტყმისას.
პირველი ტაიმის მიწურულს ბესიკ დეკანოიძის მიერ ახლოდან დარტყმულ ბურთს მაჩაიძე რომ არ გადაჰფარებოდა, ვინძლო საჩხერელთა გოლიც გვეხილა.
გატანა "დილასაც" შეეძლო, მეტადრე - შესვენებამდე განხორციელებული სწრაფი კონტრშეტევებისას, როცა სტუმარი მცველები რამდენჯერმე შეცდნენ და რომ არა მოწინააღმდეგე გუნდის შემტევთა მიერ დამაგვირგვინებელ ფაზაში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები, ან დაგვიანებული პასები უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელების მისამართით, ჰამზიჩი მინიმუმ კიდევ ერთხელ გამოიტანდა ბურთს ბადიდან.
სტადიონზე განათების გათიშვის შემდეგ, შეხვედრის განახლებიდან გარკვეულ ხანს "ჩიხურას" ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა, ოღონდ საჩხერელი ფეხბურთელები, მოედნის ცენტრში თავისუფლად რომ ათამაშებდნენ ბურთს და კომბინირებდნენ, წინ ვეღარ მიდიოდნენ, რადგან "დილა" საკუთარ ნახევარზე მტკიცედ იყო გამაგრებული.
შეხვედრის მიწურულამდე მათ სიმაგრეებს სერიოზული საფრთხე არ შექმნია და 3 ქულაც დამსახურებულად დარჩა გორში.
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური
01.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ჩიხურა 1:0
გოლი: 1:0 ირაკლი ძარია (15)
დილა (4-1-4-1): მუჯრიშვილი - აბუბაქარი, კვახაძე, მაჩაიძე, მორასი - რაზმაძე - კირკიტაძე, წიქარიძე (66. პედრინიო), ძარია, ნონიკაშვილი (80. ნუბიო) - ფანცულაია (57. გოგატიშვილი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, კუსიანი, ჰეიფორდი, მოდებაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - თ. გრიგალაშვილი, კაშია, მირცხულავა, კორიფაძე - ივანიშვილი, გორგიაშვილი (76. ფონიავა), სარდალიშვილი, დობროვოლსკი, გაბედავა - დეკანოიძე (65. ტატანაშვილი).
სათადარიგოები: მწყერაშვილი, განუგრავა, მესხი, კვერნაძე, ჩიკვაიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: კორიფაძე (80), პედრინიო (90+2)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 23
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
მომდევნო ტური
13 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-დილა
14 ოქტომბერი, შაბათი
ტორპედო-შუქურა
15 ოქტომბერი, კვირა
საბურთალო-კოლხეთი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული