პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ლიგაში მესამედ გამოიყენა "პოლარის" სისტემა, რომელიც მოთამაშეთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა.

ამჯერად, სისტემამ "ტორპედო"-"საბურთალოს" მატჩის მონაწილეთა მონაცემები დააფიქსირა და ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ამ მონაცემების გაცნობა...

საუკეთესო სამეულები
ტორპედო
დაფარული მანძილი (კმ)
გიორგი კუხიანიძე 12,10
გიორგი ქიმაძე 10,72
ვაჟა ტაბატაძე 10,67

სპრინტები
გიორგი კუხიანიძე 48
გიორგი ქიმაძე 58
ვაჟა ტაბატაძე 38

მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ)
გიორგი ქიმაძე 32,9
გიორგი კუხიანიძე 32,3
ვაჟა ტაბატაძე 32,0

საბურთალო
დაფარული მანძილი (კმ)
თორნიკე თარხნიშვილი 11,63
გიორგი ხარაიშვილი 11,48
ნოდარ იაშვილი 11,47

სპრინტები
გიორგი ხარაიშვილი 76
ნოდარ იაშვილი 67
თორნიკე თარხნიშვილი 60

მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ)
ნოდარ
იაშვილი 36,8
გიორგი ხარაიშვილი 32,4
თორნიკე თარხნიშვილი 31,8

საუკეთესო ფეხბურთელებს კვლავ საკმაოდ კარგი მონაცემები დაუფიქსირდათ: დაფარული მანძილით ორივე გუნდში საუკეთესო გახდა გიორგი კუხიანიძე - 12.10 კილომეტრი. მსგავსი მაჩვენებელი წინა ორ თამაშში არ დაფიქსირებულა და ქუთაისელთა კაპიტანი, ჯერჯერობით, რეკორდსმენია. მეორე-მესამეზე საბურთალოელები არიან: ისევ სოლიდური მაჩვენებელი აღმოაჩნდა თორნიკე თარხნიშვილს - 11.63 კმ, ხოლო გიორგი ხარაიშვილს - 11.48 კმ.

სპრინტების რაოდენობაში საუკეთესო სტატისტიკა ხარაიშვილს ჰქონდა - 76, იაშვილს - 67, თარხნიშვილს - 60. სპრინტად ითვლება აჩქარება, თუკი ფეხბურთელი 25 კილომეტრ/საათზე მეტ სიჩქარეს ავითარებს. 76 აჩქარება კი საშუალოევროპული მაჩვენებელია.

მაქსიმალური სიჩქარით გამორჩეული ისევ საბურთალოელი იყო, ამჯერად - ნოდარ იაშვილი: მან 36,89 კმ/სთ სისწრაფე აჩვენა. მეორე-მესამე მაჩვენებელი გიორგი ქიმაძესა (32,9 კმ/სთ) და ხარაიშვილს (32,4) აღმოაჩნდათ.

"ლელოში" დაიბეჭდა წერილი, სადაც მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებზე ვწერდით. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში საბურთალოელმა ლუკა ლაკვეხელიანმა მშვენიერი სისწრაფე აჩვენა: საგანგებოდ მოვიძიეთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მოთამაშეების მაჩვენებლები და აღმოჩნდა, რომ 18 წლის ქართველი მხოლოდ "მანჩესტერის" და "რეალის" ფეხბურთელებს - ანტონიო ვალენსიასა (35.1) და გარეთ ბეილს (35.0) ჩამორჩება.

- ვინ რამდენ კილომეტრს დარბის? პოლარის სისტემის საინტერესო მონაცემები

მაგრამ იაშვილს 36.8 კმ/სთ სიჩქარე რომ დაუფიქსირდა, ამან გაუგებრობა გამოიწვია. ეს ნიშნავს, 100 მეტრი სპრინტერმა 10,2 წამში რომ გაირბინოს. 8-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა უსეინ ბოლტმა 2009 წელს 100 მეტრზე რეკორდი რომ დაამყარა, დისტანცია 9.58 წამში დაფარა. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება, რადგან ბოლტი 100 მეტრს ფარავს ამ სისწრაფით, ხოლო ჩვენს შემთხვევაში ლაპარაკი მეტრებზეა - 5, 10, 15, 20, 30 მეტრზე.

საერთოდ, "პოლარის" სისტემა მაქსიმალურ სისწრაფეს აჩვენებს. თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, იაშვილმა ეს სისწრაფე რა მანძილზე აჩვენა და ბეილისა თუ ვალენსიას სისწრაფეების დაფიქსირებისას ათვლის წერტილად ევროპელმა სპეციალისტებმა რა მანძილი აიღეს. როცა კრიტერიუმი უცნობია, შედარებაც ვერ მოხერხდება. შესაძლოა, ვალენსიასა და ბეილის მონაცემები 10-20 მეტრზე დაფიქსირდა, ქართველისა კი - 5-6 მეტრზე.

დაფარულ კილომეტრებსა და სპრინტებს რაც შეეხება: კარგია, რომ 12 კილომეტრს დარბიან. ასევე სპრინტში ხარაიშვილის მაჩვენებელი (76) საშუალოევროპულს უტოლდება. ეს უფრო რეალურია, ვიდრე ის, რომ ჩვენთან ევროპელებივით დარბიან. მაგრამ ხარაიშვილის სპრინტზეც ძნელია ლაპარაკი: როცა 25 კმ/სთ-ს გადააჭარბა, ხარაიშვილმა რა მანძილი დაფარა და საშუალოევროპულ მონაცემს რაზე დაყრდნობით აქვეყნებენ? კარგი იქნება, რომ შედარებისთვის ეს მონაცემები გვქონდეს - როგორც გვითხრეს, "პოლარის" შედეგებზე ფეხბურთის ფედერაციას კითხვებით ბევრმა მიმართა და, შესაძლოა, განმარტებაც გააკეთონ.

ინგლისში უმაღლეს ტემპში 800 მეტრამდე დარბიან, ჩვენთან კი შესაბამისი მაჩვენებელი არ ვიცით. უბრალოდ, შეგვიძლია ვიზუალურად ვიმსჯელოთ - ეროვნულ ლიგაში რომ ტემპია, ამის პრემიერლიგისაზე შედარება როგორ შეიძლება? ამიტომ მხოლოდ ერთეული მოთამაშეების კარგი სტატისტიკით აღტაცებასაც არ უნდა მივეცეთ.

საქართველოში თვითნაბადი ჯოტია ცაავები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან. მთავარია, ისინი დიდ სარბიელზე გავიდნენ. ფაქტი ისააა, რომ ჯერ ევროპელებს დიდად ჩამოვრჩებით და წამიერი აფეთქებები საქმეს არ შველის - მოძრაობა და ტემპი სისტემატურობაში უნდა გადაიზარდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
36,8კმ/სთ ეს არის 9,78 წამი 100 მეტრზე,მსოფლიოსი არ ვიცი,მაგრამ საქართველოს რეკორდს კი ნამდვილად დაემუქრება.
სოსო
14 ოქტომბერი 2017 23:41
0
ნუ რაც არის ადრე იყო საუბრები 5-6 კილომეტრს დარბიანო საქართველოს ჩემპიონატში! დღეს ამ შედეგებს თუ დავუჯერებთ საგრძნობლად მომატებულია დაფარული მანძილი ასე რომ, ყველაფერი გამოჩნდება ევროტურნირებზე! შეიძლება სპრინტებში უზუსტობა იყოს და მართლაც მოკლე მანძილზე აჩქარებას ზომავდეს როგორც სტატიაში წერია მაგრამ... დაფარული მანძილი ზუსტი იქნება ჩემი აზრით და მთელი თამაშის მანძილზე სიარულით ვერ გაივლი 12 კილომეტრს....
svan
05 ოქტომბერი 2017 16:12
0
ჩვეულებრივი სიარულით საათნახევარში გაუჩერებლად რომ იარო დაახლოებით 9_დან 10_ კილომეტრამდე დაფარავ. ანუ შეიძლება დაფარული მანძილი სწორი უნდა იყოს, მაგრამ ეს აჩქარება არ იქნება სწორი ვერანაირად.
roma
06 ოქტომბერი 2017 13:48
0
რაღაც ვერ ზომავს ეს პოლარი კარგად. ლეროი სანეს პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალი სისწრაფე დაუფიქსირეს 35.48 კმ/სთ. ჩვენებმა კიდე პირველივე გაზომვაზე აჯობეს :D არც ლაკვეხელიანის სისწრაფე იქნებოდა ზუსტი
zaza
05 ოქტომბერი 2017 15:06
1
inglishi rekordi 35.48 da es chveni 36.8 gadaobt tu simartlea
kkkk
05 ოქტომბერი 2017 15:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული