ეროვნული ლიგა. XXXI ტური: "სამტრედიამ" თბილისში "დინამო" 23 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
23 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXXI ტურში თბილისის "დინამო“ სახლში "სამტრედიასთან“ 0:1 დამარცხდა.

თავიდანვე შეუტიეს მასპინძლებმა და დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ თოთაძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და 89-ე წუთზე ნდონგმა თავურით დალაშქრა ლიტოვჩენკოს კარი. მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ 4 წუთში მასპინძლებმა სახეირო იერიშის მიტანაც კი ვერ შეძლეს, კინაღამ იქით მიიღეს მეორე გოლი (პირისპირ გასულ ოლაიტანის დარტყმული ლიტოვჩენკომ მოიგერია) და წააგეს. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ“ "დინამოს“ სტუმრად უკანასკნელად 23 წლის წინ სძლია.

"სამტრედია“ 61 ქულით მე-3 ადგილზეა, "დინამო“
65 ქულით ისევ პირველ პოზიციაზეა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედო“ ახლა ოდენ 1 ქულით ჩამორჩება.

"დინამო“: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, ძარია (85. თევზაძე), კიტეიშვილი, მიქელთაძე, სალუქვაძე, კობოური (90+3. კოვლატიუკი), კუცია (75. ქოჩლაძე), ქავთარაძე

"სამტრედია“: მიგინეიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, საბანაძე (90. სამუშია), ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი, გიი (90+2. მარკოზაშვილი, ოლაიტანი

გოლი: ნდონგი, 89 (0:1)

გაფრთხილება:
მიგინეიშვილი (2), მანჯგალაძე (63), კობოური (68), მჭედლიშვილი (85)

მკითხველის კომენტარები / 15 /
აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ“ "დინამოს“ უკანასკნელად 23 წლის წინ სძლია.----------აი თქვე უნამუსოებო და ღირსება დაკარგულო მატყუარებო.
23 წელია დინამოს სტადიონზე არ მოუგია დინამოსათვის, თორემ ისე როგორ არ აქვს მონაგები სამტრედიას
Jango
22:38 23-10-2017
1
წლიდან წლამდე ასუსტებს "დინამო"-ს მისი მეპატრონე... შედეგიც სახეზეა
:(((
ქართველი888
22:40 23-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული